ჰაინერმა რეალთან საუბარი გაამხილა: “სპეკულაციები უნდა დასრულდეს..”

ჰაინერმა რეალთან საუბარი გაამხილა: “სპეკულაციები უნდა დასრულდეს..”

მიუნხენის ბაიერნის პრეზიდენტმა, ჰერბერტ ჰაინერმა, მედიაში გავრცელებული ის ინფორმაცია უარყო, რომლის მიხედვითაც მადრიდის რეალი მაიკლ ოლისეს შეძენით არის დაინტერესებული. გერმანული გრანდის ხელმძღვანელმა საზოგადოებას მკაფიოდ აგრძნობინა, რომ ფრანგი შემტევი მიუნხენში ხელშეუხებელი ფიგურაა და კლუბი მის გაყიდვას არცერთ ფასად არ აპირებს.

ამასთანავე, ჰაინერმა ხაზი გაუსვა ბაიერნსა და რეალს შორის არსებულ ჯანსაღ, პროფესიონალურ კავშირს. მისი თქმით, ესპანური მხარე თავადვე დაუკავშირდა მიუნხენელებს, რათა დაედასტურებინათ, რომ პრესაში გავრცელებული ხმები სიმართლეს არ შეესაბამება და მათ ფეხბურთელთან ყოველგვარი კონტაქტი უარყვეს.

„როგორც ადრეც აღვნიშნე, რეალის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს ეს გეგმა თავშიც რომ ჰქონოდა, შეუძლია ტყუილად არ შეიწუხოს თავი, რადგან ჩვენ მაიკლის გაყიდვა არ გვსურს. ბაიერნს მადრიდის რეალთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს, რის გამოც ისინი თავადვე დამიკავშირდნენ. მადრიდელებმა მითხრეს, რომ, პირველ რიგში, მაიკლ ოლისესთან საერთოდ არანაირი კონტაქტი არ აქვთ და, მეორეც, მათ თავადაც არ მოსწონთ მედიაში არსებული ეს მუდმივი სპეკულაციები“ - განაცხადა ჰაინერმა.


დღეს, 19:54
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2