ლინეკერის დაცინვა: “ფრანგებს შეუძლიათ მშვიდად იძინონ, გერმანია სუსტია”

ლინეკერის დაცინვა: “ფრანგებს შეუძლიათ მშვიდად იძინონ, გერმანია სუსტია”

ინგლისური ფეხბურთის ლეგენდამ და ამჟამად პოპულარულმა ტელეექსპერტმა, გარი ლინეკერმა, ფრანგულ გამოცემა L'Équipe-თან ინტერვიუში მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში საფრანგეთისა და გერმანიის შესაძლო დაპირისპირებაზე ისაუბრა. ინგლისელმა ბუნდესნაკრების მისამართით კრიტიკა არ დაინანა და ნაგელსმანის გუნდს ერთ-ერთი ყველაზე სუსტი უწოდა ფეხბურთის ისტორიაში.

ლინეკერის აზრით, ფრანგებს მომავალ რაუნდში გადასვლა საერთოდ არ გაუჭირდებათ, რადგან დღევანდელი გერმანია მხოლოდ ძველი ავტორიტეტით მანიპულირებს. ექსპერტმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ გერმანელებმა წინა ორ მსოფლიო ფორუმზე ჯგუფიდან გასვლაც კი ვერ მოახერხეს, რაც მათ რეალურ დონეზე მიანიშნებს.

„ვფიქრობ, ეს არის გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი შემადგენლობა, რაც კი ოდესმე მინახავს. საფრანგეთმა მეოთხედფინალს ყოველგვარი პრობლემის გარეშე უნდა მიაღწიოს. გერმანია უბრალოდ თავისი წარსულით ცხოვრობს. ყველას კარგად შეგახსენებთ, რომ მათ ბოლო ორ მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის ბარიერიც კი ვერ დაძლიეს. ასე რომ, ვფიქრობ, შეგიძლიათ ყველამ მშვიდად იძინოთ“ - აღნიშნა ლინეკერმა სიცილით.


დღეს, 15:33
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2