არსენალი, ბაიერნი, მანჩესტერი - ვინ წაიყვანს 18 წლის ნახევარმცველს?

არსენალი, ბაიერნი, მანჩესტერი - ვინ წაიყვანს 18 წლის ნახევარმცველს?

ლილის 18 წლის მაროკოელი ნახევარმცველი, აიუბ ბუადი, ევროპული ფეხბურთის წამყვანი კლუბების ყურადღების ცენტრში მოექცა. ახალგაზრდა ტალანტის პროგრესს აქტიურად აკვირდებიან მიუნხენის ბაიერნი, ლონდონის არსენალი და მანჩესტერის ორივე გრანდი - იუნაიტედი და სიტი. საფეხბურთო ბაზარზე მასზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება.

ფრანგულ კლუბში კარგად ესმით, რომ ბუადის შენარჩუნება გაუჭირდებათ, თუმცა ლილის პრეზიდენტი ოლივიე ლეტანი საკუთარი ლიდერის იაფად გაშვებას არ აპირებს. ფრანგები ფეხბურთელის სანაცვლოდ ასტრონომიულ თანხას, 80-100 მილიონ ევროს ითხოვენ.

გარდა ფინანსური მხარისა, ლილს სატრანსფერო ხელშეკრულებაში ერთი მნიშვნელოვანი პირობის ჩადება სურს: კლუბს ურჩევნია ბუადი ახლავე გაყიდოს, თუმცა ერთი წლით იჯარის წესით კვლავ საფრანგეთში დატოვოს, რათა ახალგაზრდა მოთამაშემ განვითარება ნაცნობ გარემოში გააგრძელოს და სათამაშო პრაქტიკა არ დაეკარგოს. ახლა ჯერი მსურველებზეა - მზად არის თუ არა ბაიერნი ან რომელიმე ინგლისური გრანდი ასეთი პირობებისთვის, ამას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა აჩვენებს.


დღეს, 01:31
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2