გერმანიის ეროვნული გუნდის ლეგენდარულმა კაპიტანმა, ფილიპ ლამმა, მსოფლიო ჩემპიონატზე ბუნდესნაკრების შეტევაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. მისი აზრით, ის ფაქტი, რომ ფლორიან ვირცი და ჯამალ მუსიალა მიმდინარე ტურნირზე სათანადო რიტმს კვლავ ვერ პოულობენ, დიდწილად გუნდის სათამაშო სტილისა და ტაქტიკური ხარვეზების ბრალია.
ლამმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორივე ახალგაზრდა ფეხბურთელი უდიდეს ნიჭს ფლობს, თუმცა სამწვრთნელო შტაბმა ისინი მოედანზე ისეთ პოზიციებზე უნდა დააყენოს, სადაც საკუთარი თვისებების საუკეთესოდ გამოვლენას შეძლებენ. ლეგენდის თქმით, გერმანიას განსაკუთრებით უჭირს სივრცეების პოვნა ფიზიკურად ძლიერ და აგრესიულ მეტოქეებთან, რასაც ხშირად თავად მოთამაშეების არასწორი გადაადგილებაც ემატება.
„შესაძლოა, ისინი თავადაც არ მოძრაობენ საკმარისად კარგად, ან ზოგჯერ ფეხბურთელები არ იცავენ თავიანთ პოზიციებს, ერთ სივრცეში იკრიბებიან და ერთმანეთს ხელს უშლიან. ყოველთვის მკაფიოდ არ ჩანს, ვინ უნდა აიწიოს ცენტრისკენ და ვინ უნდა დარჩეს ფლანგზე. ჩვენ ბევრად მეტი გვჭირდება ჩვენი შემტევი ოთხეულისგან - ვირცისგან, მუსიალასგან, კაი ხავერცისგან და ლეროი სანესგან. თუმცა, თუ მათ მიმართ ნდობის გამოცხადებას გავაგრძელებთ, დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან თავიანთ ნამდვილ კლასს დაგვანახებენ“, - განაცხადა ლამმა.