ფინანსური დათმობა მიუნხენში: ბრაუნი კარიერას ბაიერნში გააგრძელებს

ფინანსური დათმობა მიუნხენში: ბრაუნი კარიერას ბაიერნში გააგრძელებს

მიუნხენის ბაიერნმა ნათანიელ ბრაუნის ტრანსფერზე ფრანკფურტის აინტრახტთან სრულ შეთანხმებას მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ საერთო სატრანსფერო ღირებულებაზე (55 მილიონი ევრო) მხარეები ჯერ კიდევ ივნისის შუა რიცხვებში თანხმდებოდნენ, ოფიციალური პროცედურები ფინანსური სტრუქტურის გამო გაიწელა.

ფრანკფურტელები კატეგორიულად ითხოვდნენ 50 მილიონს ფიქსირებული სახით, ბაიერნის მესვეურებს კი თავდაპირველად ბონუსების წილის გაზრდა სურდათ. საბოლოოდ, მიუნხენელებმა დათმობაზე წასვლა გადაწყვიტეს და პარტნიორების პირობას დათანხმდნენ.

აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებების გაჭიანურების მიუხედავად, გარიგება ჩაშლის საფრთხის წინაშე არასდროს დამდგარა. თავად ფეხბურთელს კარიერის გაგრძელების სხვა ვარიანტები საერთოდ არ განუხილავს და მხოლოდ მიუნხენურ გრანდში გადასვლაზე იყო ფოკუსირებული. უახლოეს პერიოდში ბრაუნი სამედიცინო შემოწმებას ამერიკის შეერთებულ შტატებში გაივლის და ახალ კლუბთან გრძელვადიან, 2031 წლამდე მოქმედ კონტრაქტს გააფორმებს.
მთავარი მწვრთნელი, ვინსენტ კომპანი, ახალწვეულთან დაკავშირებით დიდ გეგმებს სახავს. ბელგიელი ბრაუნს მომავალ სეზონში გუნდის ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად მოიაზრებს და მას სათადარიგო სკამისთვის ნამდვილად არ ყიდულობს. ფეხბურთელი მიუნხენში პირველივე დღეებიდან ძირითადი შემადგენლობისთვის იბრძოლებს.


დღეს, 02:14
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2