მუნდიალის მოულოდნელი შედეგი: გერმანია ეკვადორთან დამარცხდა

მუნდიალის მოულოდნელი შედეგი: გერმანია ეკვადორთან დამარცხდა

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტური გერმანიის ეროვნული გუნდისთვის მოულოდნელი და მტკივნეული მარცხით დასრულდა. იულიან ნაგელსმანის შეგირდებმა ეკვადორის წინააღმდეგ შეხვედრა ვერ ააწყვეს და მეტოქესთან მინიმალური ანგარიშით, 1:2 დათმეს პოზიციები.

ამ წაგებით გერმანიამ მსოფლიო ფორუმებზე უსიამოვნო და ისტორიული ანტირეკორდი გააფორმა. ეს არის პირველი შემთხვევა მუნდიალების ისტორიაში, როდესაც გერმანიის ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე სამხრეთ ამერიკულ გუნდთან მარცხდება. აქამდე ბუნდესნაკრები ამ კონტინენტის წარმომადგენლებთან ჯგუფში ქულებს ასე იოლად არ ტოვებდა.

მიუხედავად იმისა, რომ გერმანელებს მომავალი ეტაპის საგზური უკვე განაღდებული ჰქონდათ, ამგვარმა ფინალმა პლეი-ოფის წინ სამწვრთნელო შტაბს ბევრი საფიქრალი გაუჩინა. ახლა ნაგელსმანსა და მის ასისტენტებს იმ უძილო ღამესთან ერთად, რომელზეც მწვრთნელი მანამდე საუბრობდა, საკუთარი შეცდომების სასწრაფო ანალიზიც მოუწევთ, რათა 1/16-ფინალში გუნდმა სულ სხვა ფეხბურთი აჩვენოს.


დღეს, 03:17
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2