დებიუტი მუნდიალზე? - გერმანიის ნაკრების გასახდელში ახალი იდეა გაჩნდა

დებიუტი მუნდიალზე? - გერმანიის ნაკრების გასახდელში ახალი იდეა გაჩნდა

გერმანიის ეროვნული გუნდის გასახდელში, მსოფლიო ჩემპიონატის ხვალინდელი მატჩის წინ, საინტერესო იდეამ გაიჟღერა. ბუნდესნაკრების რამდენიმე წამყვან ფეხბურთელს სურს, რომ ეკვადორის წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში ადგილი ოლივერ ბაუმანს დაეთმოს. მოთამაშეების აზრით, ეს იქნება საუკეთესო ჯილდო და დაფასება გამოცდილი კარის დარაჯის მიმართ, რომელსაც მუნდიალზე დებიუტის შანსი მიეცემა.

ეს საკითხი გუნდის შიგნით ბოლო საათების განმავლობაში აქტიური განხილვის თემად იქცა. ფეხბურთელები მიიჩნევენ, რომ ბაუმანი თავისი პროფესიონალიზმითა და ერთგულებით ნამდვილად იმსახურებს მსოფლიო ფორუმზე თავისი წუთების მიღებას, რაც გუნდურ სულისკვეთებაზეც დადებითად აისახება.

ახლა მთავარი კითხვა ისაა, რამდენად წავლენ ამ კომპრომისზე მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი და გუნდის პირველი ნომერი, მანუელ ნოიერი. საბოლოო სიტყვა სწორედ მათზეა - დათმობს თუ არა ნოიერი თავის ადგილს კოლეგის პატივსაცემად და გარისკავს თუ არა სამწვრთნელო შტაბი სამპოზიციური როტაციით, ამას უკვე უშუალოდ მატჩის წინ შევიტყობთ.


დღეს, 21:15
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2