იტალიურმა გამოცემა Tuttosport-მა გამოკითხვა ჩაატარა, სადაც 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელი აირჩიეს.
გამოკითხვაში სრული უპირატესობით მიუნხენის ბაიერნის თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ გაიმარჯვა. მეორე ადგილი ჩელსის ნახევარმცველმა, ჟორჟინიომ დაიკავა, ხოლო მესამეზე პსჟ-ს თავდამსხმელლი, ლიონელ მესი გავიდა.
2021 წლის საუკეთესო მოთამაშე ყოფილი ფეხბურთელებისგან შემდგარმა ჟიურიმ აირჩია, რომელთა შორისაც იყვნენ: ანდრეი შევჩენკო, ლოთარ მათეუსი, პაველ ნედვედი, ლუკა ტონი, სამუელ ეტო'ო, ედინ ვან დერ სარი, ვერონი, რუი კოშტა და სხვები.
ცნობისთვის, ლევანდოვსკიმ იტალიური გამოცემის ჯილდო "Goldeb Player"-ი ზედიზედ მეორედ მოიგო.