Sport Bild-ის ინფორმაციით, მიუნხენის ბაიერნმა გადაწყვიტა, რომ ნიკ ვოლტემადეს ტრანსფერი დააჩქაროს და საამისოდ აქტიური ნაბიჯები გადადგას.
რეკორდმაისტერი 23 წლის თავდამსხმელისთვის იმაზე გაცილებით მეტი ხელფასის შეთავაზებას აპირებს, ვიდრე ვოლტემადე შტუტგარტში იღებს.
ახლანდელ კლუბში ვოლტემადეს 1.5 მილიონი ევრო ერიცხება, შტუტგარტი კი შემოსავლის მილიონი ევროთი ზრდის პირობას დებს.
ამის პარალელურად, ბაიერნი ფეხბურთელისთვის 7 მილიონი ევროს შეთავაზებას გეგმავს, ბონუსების დამატებით კი ვოლტემადეს 11 მილიონამდე ასვლა შეეძლება.