ბოლო საათებში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ მიუნხენის ბაიერნმა შესაძლოა ლონდონის ჩელსის უკანახაზელისთვის, რენატო ვეიგასთვის გაიბრძოლოს.
როგორც ირკვევა, ბაიერნი 21 წლის ცენტრალური მცველისთვის სატრანსფერო ნაბიჯებს იმ შემთხვევაში გადადგამს თუ კლუბი კიმ მინ-ჯეს გაყიდვას გადაწყვეტს, რაც საზაფხულოდ გამორიცხული სულაც არ არის.
თავის მხრივ, დიდი საიმედოობით და რეპუტაციით ვერც ვეიგა სარგებლობს. სხვათა შორის, რენატოს ბუნდესლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს, კერძოდ აუგსბურგში, თუმცა გერმანია არც ისე კარგი პრესით და სულ რაღაც მილიონიანი ტრანსფერით დატოვა.
მას შემდეგ ვეიგას ჩელსიში შანსი თითქმის არ მისცემია და პერიოდებით ბაზელსა და იუვენტუსში თამაშობდა, ახლა კი კვლავ ლონდონური კლუბის საკუთრებაა და რა გასაკვირია, რომ ჩელსი მისთვის შანსის მიცემას არ აპირებს..
Transfermarkt-ზე მითითებული ფასით, ვეიგას ღირებულება 25 მილიონი ევრო გახლავთ.