მიუხედავად იმისა, რომ მიუნხენის ბაიერნი უკვე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის 1/4-ფინალშია, სუპერკომპიუტერმა გერმანული გრანდი ტურნირის მოგების მთავარ ფავორიტებში არ მოახვედრა.
ხელოვნური ინტელექტის პროგნოზი Opta-მ გამოაქვეყნა, რომელმაც ტურნირის მოგების შანსები მონაწილე გუნდებზე ასე გადაანაწილა:
1. ჩელსი - 26.79%
2. პსჟ - 24.90%
3. რეალი - 16.94%
რაც შეეხება მიუნხენის ბაიერნს, ის მე-4 პოზიციას 14.83%-ით იკავებს. როგორც ჩანს, მათემატიკურად ნაკლები შანსი არსებობს, რომ ვენსან კომპანის გუნდმა ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენის ბარიერი გადალახოს.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-სა და ბაიერნის მატჩი 5 ივლისს შედგება.