ბარსელონას ესპანელმა ცენტრალურმა მცველმა ერიკ გარსიამ, ბაიერნთან 0:3 წაგების შემდეგ, ჟურნალისტებთან ისაუბრა და მატჩი შეაჯამა:
'ვფიქრობ უსამართლო ანგარიში დაფიქსირდა, პირველი გოლის შემთხვევაში ბურთი კარში ჩემგან რიკოშეტით აღმოჩნდა, დარჩენილი ორივე გოლის დროს კი მეტოქეს ბურთი ძელიდან მიუვიდა, რაც გამართლების შედეგია - ასეთი დიდი სხვაობით ნამდვილად არ უნდა წაგვეგო', - განაცხადა ერიკ გარსიამ.
ასევე: "პირველ ტაიმში უკეთ გამოვიყურებოდით.." - ხერარდ პიკეს კომენტარი ბაიერნთან მატჩის შემდეგ;
უპამეკანოს კომენტარი ბარსელონასთან გამარჯვების შემდეგ