კლოპის მკაცრი პირობები: “თუ ხვალ იტყვით, რომ უვარგისი ვარ, წავალ..”

კლოპის მკაცრი პირობები: “თუ ხვალ იტყვით, რომ უვარგისი ვარ, წავალ..”

გერმანიის ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, პოსტზე დანიშვნის შემდეგ პირველი ემოციური კომენტარი გააკეთა:

“დღეს აქ ჯდომა უდიდესი პატივია. ის, რაც ბოლო დღეებში ჩემს თავს ხდება, ჰგავს ფილმს, რომელიც თავში მიტრიალებს. სანაკრებო მწვრთნელის სამუშაოს მასშტაბებზე გარკვეული წარმოდგენა ისედაც მქონდა, მაგრამ როცა ამას ეხები, მის სიმძიმესა და პასუხისმგებლობას კიდევ უფრო ძლიერად გრძნობ. ვიცი რა წარმომავლობის ვარ, ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, რომ ეს ოდესმე მოხდებოდა. ეს ჩემთვის ძალიან განსაკუთრებული დღეა. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ეს შესაძლებელი გახადა.”

კლოპმა თავის კონტრაქტსა და სამუშაო პრინციპებზეც ღიად ისაუბრა:

“იმ დღესვე წავალ, როცა აღარ დაგჭირდებით, ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე. თუ ხვალ იტყვით, რომ უვარგისი ვარ, წავალ. ოღონდ ეს ერთმა ადამიანმა არა, უფრო მეტმა უნდა თქვას. თუ DFB იტყვის, რომ უვარგისი ვარ, წავალ. თუ ცუდად მოიქცევით და ჩემს ოჯახს სიმშვიდეს არ მისცემთ, მაშინაც წავალ. გამაკრიტიკეთ, თუ რამე არ მუშაობს, სიამოვნებით ვიმუშაებ ამაზე. საქმე მხოლოდ ფეხბურთს ეხება. იურგენ კლოპს ნაკრების შემდეგ კარიერა აღარ ექნება, იდეალურ შემთხვევაში ეს ჩემი კარიერის მწვერვალია.”


გუშინ, 14:02
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 0 0 0 0
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 0 0 0 0
3
ლუის დიასი
გოლი: 0 0 0 0
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 0 0 0 0
2
ლუის დიასი
ასისტი: 0 0 0 0
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 0 0 0 0
1
კონრად ლაიმერი
0 0 0 0 0
2
ლუის დიასი
0 0 0 0 0
3
დაიოტ უპამეკანო
0 0 0 0 0