Transfermarkt-მა მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ფეხბურთელების საბაზრო ფასები განაახლა. მიუნხენის ბაიერნის ფანებისთვის ეს განახლება ნამდვილ სენსაციად იქცა — მაიკლ ოლისეს ღირებულება 170 მილიონ ევრომდე გაიზარდა, რის შედეგადაც ფრანგი შემტევი მსოფლიოს მე-4 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა.
ოლისემ უკან ჩამოიტოვა ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ჯუდ ბელინგემი, ვინისიუს ჟუნიორი და პედრი. მასზე წინ მხოლოდ ერლინგ ჰოლანდი, ლამინ იამალი (ორივე 220 მილიონი) და კილიან მბაპე (200 მილიონი) იმყოფებიან.
ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების ათეულში პსჟ-ს ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა. ქართველი გარემარბის სატრანსფერო ფასი 140 მილიონ ევროს შეადგენს და ის მე-9 პოზიციას იკავებს.
მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის სია:
1. ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი) — €220M
2. ლამინ იამალი (ბარსელონა) — €220M
3. კილიან მბაპე (რეალი) — €200M
4. მაიკლ ოლისე (ბაიერნი) — €170M
5. ჯუდ ბელინგემი (რეალი) — €160M
6. პედრი (ბარსელონა) — €150M
7. ვინისიუს ჟუნიორი (რეალი) — €140M
8. ვიტინია (პსჟ) — €140M
9. ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ) — €140M
10. ჟოაუ ნევეში (პსჟ) — €140M