მიუნხენური დომინაცია ოქროს ბურთზე გრძელდება: Goal.com-ის ათეული

მიუნხენური დომინაცია ოქროს ბურთზე გრძელდება: Goal.com-ის ათეული

გავლენიანმა სპორტულმა გამოცემა Goal-მა 2026 წლის ოქროს ბურთის განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. მიუნხენის ბაიერნის ქომაგებისთვის ეს სია განსაკუთრებით საამაყოა, რადგან რეიტინგის პირველ პოზიციას რეკორდსმენი ჰარი კეინი იკავებს, ხოლო მეოთხე ადგილზე მაიკლ ოლისე იმყოფება.

ჰარი კეინმა მიმდინარე სეზონში ფანტასტიკური შედეგი აჩვენა 73 გოლი გაიტანა, 8 საგოლე გადაცემა გააკეთა და ბაიერნთან ერთად ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და სუპერთასი მოიგო. 24 წლის მაიკლ ოლისემ კი სეზონი 26 გოლითა და 41 საგოლე გადაცემით დაასრულა, კლუბში მოგებულ ტიტულებთან ერთად კი საფრანგეთის ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატზე სარეკორდო 7 ასისტი მიითვალა.

ქართველი გულშემატკივრისთვის სასიხარულოა, რომ ათეულში მოხვდა პსჟ-ს ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელაიც. კვარადონამ ჩემპიონთა ლიგა და საფრანგეთის შიდა ტურნირები მოიგო, სეზონი კი 23 გოლითა და 10 ასისტით დაასრულა, რითაც რეიტინგში მე-9 პოზიცია დაიმსახურა.

ოქროს ბურთის 2026 წლის რეიტინგის ტოპ-10 ასე გამოიყურება:

1. ჰარი კეინი (ბაიერნი) — 73 გოლი, 8 ასისტი (მოგებული: ბუნდესლიგა, გერმანიის თასი, სუპერთასი)

2. ლამინ იამალი (ბარსელონა) — 26 გოლი, 21 ასისტი (მოგებული: მსოფლიო ჩემპიონატის ოქრო, ლა ლიგა, ესპანეთის სუპერთასი)

3. ლიონელ მესი (ინტერ მაიამი) — 44 გოლი, 30 ასისტი (მოგებული: MLS თასი)

4. მაიკლ ოლისე (ბაიერნი) — 26 გოლი, 41 ასისტი (მოგებული: ბუნდესლიგა, გერმანიის თასი, სუპერთასი)

5. კილიან მბაპე (რეალი) — 58 გოლი, 14 ასისტი (მუნდიალის ოქროს ბუცი)

6. როდრი (მანჩესტერ სიტი) — 2 გოლი (მოგებული: მსოფლიო ჩემპიონატის ოქრო, ასოციაციის თასი, ლიგის თასი)

7. უსმან დემბელე (პსჟ) — 25 გოლი, 14 ასისტი (მოგებული: ჩემპიონთა ლიგა, ლიგა 1)

8. ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი) — 58 გოლი, 11 ასისტი (მოგებული: ასოციაციის თასი, ლიგის თასი)

9. ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ) — 23 გოლი, 10 ასისტი (მოგებული: ჩემპიონთა ლიგა, ლიგა 1)

10. პაუ კუბარსი (ბარსელონა) — 1 გოლი, 2 ასისტი (მოგებული: მსოფლიო ჩემპიონატის ოქრო, ლა ლიგა)


დღეს, 00:17
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 0 0 0 0
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 0 0 0 0
3
ლუის დიასი
გოლი: 0 0 0 0
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 0 0 0 0
2
ლუის დიასი
ასისტი: 0 0 0 0
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 0 0 0 0
1
კონრად ლაიმერი
0 0 0 0 0
2
ლუის დიასი
0 0 0 0 0
3
დაიოტ უპამეკანო
0 0 0 0 0