მაიკლ ოლისეს ზაფხულის არდადეგების დასრულების შემდეგ ახალი საცხოვრებლის ძებნა მოუწევს. ფრანგი ფეხბურთელი 2024 წლის სექტემბრიდან ჟერომ ბოატენგის ვილაში ქირით ცხოვრობდა, რომელიც საბენერ შტრასედან სულ რაღაც 10 წუთის სავალზე მდებარეობს.
ათოთახიანი ლუქს კლასის ქონება ფიტნეს დარბაზით, სახლის კინოთეტრატით, ღვინის მარნით, საუნით, ჯაკუზითა და აუზით ბოატენგმა გაყიდვა გადაწყვიტა, ამიტომ ოლისემ ვილა აგვისტოს ბოლომდე უნდა დატოვოს.