ჟოაუ პალინიამ საუდის არაბეთიდან მიღებული საკმაოდ სოლიდური ფინანსური შემოთავაზება უარყო. პორტუგალიელი ნახევარმცველისთვის პრიორიტეტი ოჯახთან სიახლოვე და ევროპაში, უფრო კონკურენტუნარიან გარემოში თამაშია.
ფეხბურთელმა იცის ლისაბონის ბენფიკას ინტერესის შესახებ და სამშობლოში დაბრუნების ვარიანტს განიხილავს. თუმცა, მთავარი პრობლემა ისევ ფინანსებია - პორტუგალიურ მხარეს ჯერ კიდევ არ გადაუხდია ის 25 მილიონი ევრო, რომელსაც მიუნხენის ბაიერნი ითხოვს. იმისათვის, რომ ეს ტრანსფერი რეალურად შედგეს, გერმანულ გრანდს მოთხოვნების შემცირება მოუწევს.