მიუნხენის ბაიერნის ლეგენდამ და საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა დაასახელა ის ფრანგი ფეხბურთელი, რომლის ხილვასაც მიუნხენური გრანდის მაისურით ყველაზე მეტად ისურვებდა. სანიოლის რჩეული პსჟ-ს ახალგაზრდა ვარსკვლავი, უორენ ზაირ-ემერია.
„უორენ ზაირ-ემერის დიდი გულშემატკივარი ვარ. ის ზუსტად ისეთი ტიპის ფეხბურთელია, რომელიც იდეალურად ერგება ბაიერნის პროფილს. ზაირ-ემერს გამორჩეული ხასიათი აქვს, წარმოუდგენლად შრომისმოყვარეა და როგორც ფეხბურთელი, განსაკუთრებულად განვითარდა. თუ ის პარიზში სათადარიგოთა სკამზე ზედმეტად ბევრ დროს გაატარებს, შესაძლოა, კლუბის დატოვებაზე დაფიქრდეს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ მისი ტრანსფერი ძალიან ძვირი დაჯდება.” - განაცხადა სანიოლმა.