ბენფიკა ჟოაუ პალინიას ტრანსფერზე ახალ ვარიანტს განიხილავს. პორტუგალიური კლუბისთვის ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხისა და ხელფასის სრულად დაფარვა ფინანსურად ძალიან რთულია - იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნახევარმცველი ბაიერნში არსებული ანაზღაურების შემცირებაზე თანახმა იქნება.
ამის გამო, ბენფიკა ფეხბურთელის იჯარით აყვანას აპირებს, სადაც გამოსყიდვის უფლება, ან საჭიროების შემთხვევაში, გამოსყიდვის ვალდებულება იქნება ჩადებული. ახლა მთავარი კითხვაა, დათანხმდება თუ არა ბაიერნი პორტუგალიელების ამ შემოთავაზებას.