უზარმაზარი ძალაუფლება კლოპს - ცნობილია რეფორმების პირველი გეგმა!

უზარმაზარი ძალაუფლება კლოპს - ცნობილია რეფორმების პირველი გეგმა!

იურგენ კლოპის გერმანიის ეროვნულ ნაკრებში შესაძლო დანიშვნას მიუნხენის ბაიერნის ხელმძღვანელობა სრულ მხარდაჭერას უცხადებს. მიუნხენური გრანდის ბოსები აცნობიერებენ, რომ გერმანულ ფეხბურთს ამჟამად სწორედ კლოპი სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ წარსულში მხარეებს შორის გარკვეული უთანხმოებები არსებობდა, ბოლო წლებში კლოპისა და ბაიერნის ურთიერთობა საგრძნობლად დათბა და კლუბში ეჭვიც არ ეპარებათ, რომ ის ამ პოზიციისთვის იდეალური კანდიდატია.

ბუნდესნაკრებში მოსვლის შემთხვევაში, კლოპს უზარმაზარი ძალაუფლება მიეცემა, რათა გერმანულ ფეხბურთში ფუნდამენტური ცვლილებები და რესტრუქტურიზაცია განახორციელოს. ლეგენდარული მწვრთნელი ნაკრებში საკუთარ შტაბს მოიყვანს, მათ შორის მის მრავალწლიან ასისტენტს, პეტერ კრავიტცს. სამწვრთნელო შტაბის კანდიდატებად ასევე პეპეინ ლინდერსი და ჟოლტ ლიოვი განიხილებიან.

ამ ეტაპზე ბოლომდე გარკვეული არ არის სპორტული დირექტორის, რუდი ფიოლერის მომავალი, თუმცა გერმანიის ფეხბურთის ფედერაციაში (DFB) სჯერათ, რომ ფიოლერისა და კლოპის ტანდემი ევრო 2028-მდე იდეალურად იმუშავებს. კლოპის მთავარი მისია ნაკრების სათამაშო სტილისა და სისტემის შეცვლასთან ერთად, ახალგაზრდულ დონეზე ფეხბურთელების განვითარების ფუნდამენტური პრობლემების მოგვარება იქნება.


დღეს, 15:34
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2