ბავარიელი მიუნხენშია - ბაიერნმა 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

ბავარიელი მიუნხენშია - ბაიერნმა 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

მიუნხენის ბაიერნმა მორიგი ახალგაზრდა ტალანტის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ფრანკფურტის აინტრახტის ფეხბურთელი, ნათანიელ ბრაუნი კარიერას მიუნხენურ გრანდში გააგრძელებს. 23 წლის მარცხენა მცველმა კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ძალაში 2031 წლამდე იქნება.

ბრაუნმა მიუნხენურ გრანდში გადასვლის შემდეგ პირველი ემოციები გააზიარა და აღნიშნა, რომ ეს ტრანსფერი მისთვის ორმაგად საამაყოა:
„მიუნხენის ბაიერნი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ გუნდში თამაშის შანსს და ეს სიამაყით მავსებს. ამასთანავე, მე თავად ბავარიიდან ვარ, რაც ამ ყველაფერს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის. ყოველთვის ვოცნებობდი უმაღლეს დონეზე, უდიდესი ტიტულებისთვის ბრძოლაზე. საკუთარ თავს მაქსიმალურ მიზნებს ვუსახავ. ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების დროს ძალიან კარგი შეგრძნება სწრაფად გამიჩნდა. განსაკუთრებით ვინსენ კომპანიმ დამანახა, თუ როგორ ხედავს ჩემს განვითარებას და საბოლოოდ სრულიად დამარწმუნა.” - განაცხადა ბრაუნმა.


დღეს, 17:09
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2