გერმანული ფეხბურთის ლეგენდამ, ლოთარ მათეუსმა, მუნდიალიდან გამოვარდნის შემდეგ ბუნდესნაკრებში შექმნილი სიტუაცია შეაფასა და იულიან ნაგელსმანი მწვავედ გააკრიტიკა. მათეუსი მიიჩნევს, რომ ახალგაზრდა სპეციალისტმა ვაჟკაცობა უნდა გამოიჩინოს და დაკავებული თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვოს.
ლეგენდარული გერმანელის თქმით, ნაგელსმანი ნაკრებში მუშაობისთვის ჯერ კიდევ გამოუცდელია და მას ხასიათი არ ჰყოფნის იმის გასაცნობიერებლად, რომ ამ გუნდში მომავალი არ აქვს:
„მე გადავდგებოდი. ეს ჩემთვის ვაჟკაცური ნაბიჯი იქნებოდა: სულ ეს არის - არ ვიცი, რატომ არ ჰყოფნის იულიან ნაგელსმანს ხასიათი იმის გასაცნობიერებლად, რომ მას ამ გუნდთან ერთად მომავალი არ აქვს. მე ყურადღებას რაც შეიძლება სწრაფად უზარმაზარი კომპენსაციის მიღებაზე კი არ გადავიტანდი, არამედ ვეცდებოდი ყველაფერი გავაანალიზო და მომავალში უკეთესად ვიმუშაო. ეს ხასიათის ამბავია: ვერ შევძელი, ფედერაცია მენდობოდა, გულშემატკივრები და ფეხბურთელები გავაწბილე - მივდივარ. რონალდ კუმანმა აჩვენა, როგორ კეთდება ეს. მაგრამ ნაგელსმანს კვლავ ჰგონია, რომ შესაძლოა ყველაფერი სწორად გააკეთა. ის ამ პოზიციაზე ზედმეტად ადრე მოვიდა. შესაძლოა, ეს 10 ან 15 წელიწადში შეძლოს, როცა მეტ გამოცდილებას მიიღებს.” - განაცხადა მათეუსმა.