მიუნხენის ბაიერნსა და მაიკლ ოლისეს ირგვლივ სატრანსფერო ომი ახალ ფაზაში შედის. ყველაფერი გერმანელი ჟურნალისტის, ფლორიან პლეტენბერგის ინსაიდით დაიწყო - მან დაწერა, რომ ბაიერნს ფეხბურთელისა და მისი აგენტებისგან მკაფიო დასტური აქვს, რომ ოლისე მიუნხენში რჩება, კლუბი სრულად მშვიდად არის და ფრანგი ამ ზაფხულს არანაირ ფასად არ იყიდება.
მაგრამ ამ ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე, ფრანგულმა L'Équipe-მა ნამდვილი აბსურდის თეატრი მოაწყო და პლეტენბერგის საპასუხოდ სრულიად საპირისპირო ჭორი შემოაგდო. ფრანგები წერენ, თითქოს ოლისეს ბაიერნიდან წასვლა და მადრიდის რეალში გადასვლა სურს, ამას ნაკრებში მეგობრებთან აღარ მალავს, კილიან მბაპეს და ორელიენ ჩუამენის მადრიდზე ეკითხება, ხოლო დაიოტ უპამეკანო მის გადარწმუნებას ინტენსიურად ცდილობს. მათივე მტკიცებით, რეალი ამ ოპერაციას მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დაიწყებს, მიუხედავად იმისა, რომ ბაიერნი მოლაპარაკებებზე უარს ამბობს.
ფრანგული გამოცემის ეს ნაბიჯი სხვა არაფერია, თუ არა ფაქტებზე დაფუძნებული გერმანული წყაროების წინააღმდეგ წასვლისა და იაფფასიანი სენსაციის შექმნის მცდელობა. პლეტენბერგის მიერ დადასტურებული რეალობის ფონზე, L'Équipe-ის ეს ვითომ ექსკლუზივი ჩვეულებრივ ბოდვას ჰგავს. ჩვენ კი ინტერესით ველოდებით პლეტენბერგის ახალ რეაქციას და საპასუხო დარტყმას, რომელიც ფრანგების ამ ზღაპარს საბოლოოდ დაუსვამს წერტილს.