გერმანიის ეროვნულ ნაკრებში დაგეგმილი დიდი რეფორმების ფონზე, ერთ-ერთი მთავარი კითხვის ნიშანი სპორტული დირექტორის, რუდი ფიოლერის მომავალს უკავშირდებოდა. თუმცა, როგორც ჩანს, სიტუაცია რადიკალურად იცვლება. იურგენ კლოპმა ფიოლერს პირადად დაურეკა და დაარწმუნა, რომ მისი DFB-ში დატოვება და მასთან ერთად მუშაობის გაგრძელება ძალიან სურს.
მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოვარდნის შემდეგ, ფიოლერმა საკუთარ მომავალზე დასაფიქრებლად დრო ითხოვა. მანამდე ფედერაციის ბოსებმაც მკაფიოდ აგრძნობინეს ლეგენდას, რომ თანამშრომლობის გაგრძელება სურდათ. ფიოლერს მოქმედი კონტრაქტი ევრო 2028-ის დასრულებამდე აკავშირებს და კლოპის ზარის შემდეგ, თითქმის გადაწყვეტილია, რომ ის პოსტზე დარჩება.
ამ ორმხრივი სურვილის ფონზე, გერმანულ ფეხბურთში ახალი, იმედისმომცემი ტანდემი ყალიბდება. კლოპისა და ფიოლერის ერთობლივი მუშაობა ევროპის მომავალ ჩემპიონატზე ბუნდესნაკრების მთავარი დასაყრდენი უნდა გახდეს.