გერმანიის ეროვნული ნაკრების დღევანდელი ფინალური სავარჯიშო სესიის დასრულების შემდეგ, ჯამალ მუსიალამ, ფლორიან ვირცმა და ლეროი სანემ მოედანი არ დატოვეს. ფეხბურთელებმა დამატებითი 15-წუთიანი კომპლექსური ვარჯიში ჩაატარეს, სადაც პასებს, კომბინაციებსა და კარში დარტყმებს აკვირდებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ შემტევებმა ზუსტად იგივე დამატებითი პროგრამა გასულ კვირას, კურასაოსთან მატჩის წინა ფინალურ ვარჯიშზეც შეასრულეს. ეს ფაქტი იმაზე მიანიშნებს, რომ იულიან ნაგელსმანი ხვალინდელ შეხვედრაში ტაქტიკურ ცვლილებებს არ გეგმავს და დაცდილ სქემას დაეყრდნობა.
არსებული მოცემულობით, ხვალინდელ მატჩში ლეროი სანე, ჯამალ მუსიალა და ფლორიან ვირცი მოედანზე პირველივე წუთებიდან გავლენ. აღნიშნული სამეული შემტევი ხაზის ლიდერის, კაი ჰავერცის ზურგსუკან იმოქმედებს და გუნდის მთავარ დამრტყმელ ძალას შეადგენს.