ნათანიელ ბრაუნის მიუნხენის ბაიერნში ტრანსფერი ფინალურ ფაზაში შევიდა. კლუბებმა სატრანსფერო ღირებულება საბოლოოდ შეათანხმეს და ის 55 მილიონ ევროს შეადგენს.
ფრანკფურტმა მნიშვნელოვანი კომპრომისი დაუშვა, რადგან არ სურდა ფეხბურთელისთვის ოცნების ტრანსფერი ჩაეშალა - მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ თავის დროზე ის ნიურნბერგიდან სულ რაღაც 3.5 მილიონ ევროდ შეიძინეს. ამჟამად კლუბებს შორის დისკუსია მხოლოდ იმაზე მიმდინარეობს, თუ როგორ გადანაწილდება ეს თანხა ფიქსირებულ გადასახადსა და ბონუსებს შორის.