საფრანგეთის ნაკრების მატჩის დასრულების შემდეგ, როდესაც მაიკლ ოლისე მოედანს ტოვებდა, ტრიბუნებიდან ფანები მას აქტიურად უხმობდნენ და ავტოგრაფებს სთხოვდნენ.
ოლისე თავიდან ყველას მხოლოდ ხელის დაქნევით შემოიფარგლა და გასახდელისკენ წავიდა, თუმცა წამში ყველაფერი შეიცვალა. როგორც კი ფრანგმა ვარსკვლავმა გულშემატკივრის ხელში ბაიერნის წითელი მაისური შეამჩნია, მომენტალურად გაჩერდა, მივიდა და ავტოგრაფი დიდი სიამოვნებით დატოვა.
საინტერესოა, რომ სხვა მაისურებისა თუ ნივთების მიმართ ოლისეს ინტერესი არ გამოუჩენია და ხელმოწერა ექსკლუზიურად მხოლოდ მიუნხენური გრანდის ეკიპირებაზე დასვა.
ამ ჟესტით შემტევმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ რამხელა პატივს სცემს საკუთარ კლუბს და მის ქომაგებს.