კომპანიმ გეგმები შეცვალა - ბაიერნი ახალ მარცხენა მცველს ყიდულობს?

კომპანიმ გეგმები შეცვალა - ბაიერნი ახალ მარცხენა მცველს ყიდულობს?

მიუნხენის ბაიერნში მარცხენა მცველის პოზიციაზე სერიოზული გადატრიალება იგეგმება. სეზონის დასრულების შემდეგ, ვენსან კომპანი პირადად დაუკავშირდა ნათანიელ ბრაუნს და საკუთარი სამომავლო გეგმები გაუზიარა. თავდაპირველად ბელგიელი სპეციალისტი სრულ ნდობას ალფონსო დეივისს უცხადებდა და ამ პოზიციის გაძლიერებას არ გეგმავდა, თუმცა კანადელის ხშირმა ტრავმიანობამ მწვრთნელს აზრი შეაცვლევინა - ახალი მარცხენა მცველის მოყვანა კლუბის პრიორიტეტად იქცა, ბრაუნი კი ნომერ პირველ სამიზნედ დასახელდა. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელით მადრიდის რეალი და არსენალიც ინტერესდებიან, ბრაუნს მხოლოდ ბაიერნში გადასვლა სურს. მას გერმანიაში დარჩენა უნდა და კომპანის ხელმძღვანელობით თამაშს განვითარების საუკეთესო შანსად მიიჩნევს.


რაც შეეხება ალფონსო დეივისს, ბაიერნი მზად არის მიმდინარე ზაფხულს მისი გაყიდვის თაობაზე სარფიანი წინადადებები მოისმინოს. კანადელი წელიწადში 15-20 მილიონ ევროს გამომუშავებს, მისი კონტრაქტი კი 2030 წლამდეა ძალაში. ბოლო პერიოდში ტრანსფერის პირობებით საუდის არაბეთის კლუბების წარმომადგენლები დაინტერესდნენ, თუმცა მოლაპარაკებები ოფიციალურ ფაზაში ჯერ არ გადასულა.


დღეს, 17:58
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2