მიუნხენის ბაიერნის პრეზიდენტს, ჰერბერტ ჰაინერს კლუბის სატრანსფერო გეგმებზე კიდევ ერთხელ ჰკითხეს, თუმცა მან პოტენციური ახალი შენაძენების შესახებ ბევრი არაფერი გაამჟღავნა.
ჰაინერმა საიდუმლოო ბოლომდე შეინახა და მხოლოდ იმით შემოიფარგლა, რომ მიუნხენური გრანდი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე რაიმე „გიჟურის“ გაკეთებას არ გეგმავს და კლუბი მხოლოდ გონივრულ ნაბიჯებს გადადგამს.