მადრიდის რეალის მხრიდან მაიკლ ოლისეს ტრანსფერზე გავრცელებულ ხმებს მიუნხენის ბაიერნის პრეზიდენტმა, ჰერბერტ ჰაინერმა საკმაოდ ხისტად უპასუხა.
კლუბის პირველმა პირმა მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფრანგი ვინგერი მიუნხენელთა საკუთრებაა, რომელსაც გუნდთან ხანგრძლივი კონტრაქტი აკავშირებს.
ბაიერნის ბოსის განცხადებით, გერმანული გრანდი წამყვან ფეხბურთელებს ასე მარტივად არ ელევა. ჰაინერმა იქვე დასძინა, რომ ფლორენტინო პერესს მიუნხენში ოფიციალური წინადადება ჯერ არ გამოუგზავნია, თუმცა მადრიდელებს შეუძლიათ დრო საერთოდ არ დაკარგონ, რადგან პასუხი წინასწარვე ცნობილია.