bayern.ge სიახლეები
შეთანხმება ჯერ კიდევ არ არის - რაზე იქნება დამოკიდებული ვირცის ბაიერნში ტრანსფერი?

ბაიერნსა და ფლორიან ვირცს შორის შეთანხმება ჯერჯერობით არ არსებობს. მიუნხენური გრანდი მოთამაშის შეძენით სერიოზულად არის დაინტერესებული და მოლაპარაკებები ფეხბურთელის გარემოცვასთან აქტიურად გრძელდება, თუმცა გავრცელებული ცნობები, თითქოს შეთანხმება უკვე მიღწეულია — ნაადრევია.


ბავარიელთა ხელმძღვანელობა ვირცს მომავალ პროექტში მნიშვნელოვან როლს აღუთქვამს და მზად არის დიდი ფინანსური რესურსიც კი გამოიყენოს ტრანსფერის დასასრულებლად. 


თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება თავად ფეხბურთელსა და მის ოჯახზეა დამოკიდებული, რომლებიც ჯერ კიდევ ფიქრობენ, თუ რომელი ნაბიჯი იქნება სწორად გათვლილი სპორტული თვალსაზრისით.

ერიკ დაიერმა არჩევანი გააკეთა - ბაიერნი თუ მონაკო?
ბაიერნმა ერიკ დაიერს ახალი კონტრაქტი შესთავაზა, მაგრამ ინგლისელმა მონაკო აირჩია.

მიუნხენში მას მხოლოდ ერთწლიანი გაგრძელება შესთავაზეს (2026 წლამდე). მონაკოს წინადადება კი 2027 წლამდეა (+1 წლის დამატების ვარიანტით).

დაიერი ასევე ელის მეტ სათამაშო დროს ადი ჰიუტერის გუნდში. თუმცა, ის წუხს იმ ფაქტზე, რომ მოუწევს თავის მეგობარ ჰარი კეინთან განშორება.
კომპანის ახალი წესები მიუნხენში - მეტი თავისუფლება და ნაკლები ჯარიმა
ზოგიერთი ახალი წესი, რომელიც ვინსენტ კომპანიმ ამ სეზონში შემოიღო, გუნდმა დადებითად მიიღო და მოიწონა. მაგალითად, გასვლითი მატჩების შემდეგ ფეხბურთელებს შეუძლიათ აირჩიონ, დაბრუნდნენ თუ არა მიუნხენში გუნდთან ერთად, თუ მყისიერად დაიწყონ დასვენების დღე.

ასტონ ვილასთან თამაშის შემდეგ ჰარი კეინმა ეს შესაძლებლობა გამოიყენა და ლონდონში მცირე მოგზაურობა მოიწყო. გარდა ამისა, კომპანი იმ კვირებში, როცა შუა კვირაშიც არის თამაში, ფეხბურთელებს დამატებით დასვენების დღეებს აძლევს, რათა მათ განტვირთვა და ოჯახთან დროის გატარება შეძლონ.

როგორც ყოფილი მაღალი დონის ფეხბურთელი, მან ძალიან კარგად იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს. მწვრთნელმა ასევე გააუქმა ჯარიმები — თუ ფეხბურთელს ვარჯიშზე დააგვიანდება, ის უნდა დარჩეს სტადიონზე იმ დროის განმავლობაში, რამდენსაც თავად კომპანი ატარებს იქ.

ეს მოთამაშეებისთვის გაცილებით არასასურველია, ვიდრე ფინანსური ჯარიმა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მწვრთნელი ჩვეულებრივ გვიანობამდე რჩება.
ნოიერი განაცხადში ბრუნდება - როგორია გერმანელის მდგომარეობა?
მანუელ ნოიერი უკვე სრულად გამოჯანმრთელებულია ტრავმისგან.

ის ორი დღეა სრულფასოვან ვარჯიშში მონაწილეობს. ნოიერი, დიდი ალბათობით, შაბათს „ლაიპციგთან“ მატჩისთვის განაცხადში დაბრუნდება

თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არ არის, სასტარტოში ის იქნება თუ იონას ურბიგი.
“რუდიგერმა ეროვნული ნაკრების ფასეულობები ფეხქვეშ გათელა” - ლეგენდის მძიმე შეფასება
ლოთარ მათეუსი რუდიგერის მოქმედებებზე ბარსელონასთან მატჩის შემდეგ:

“ანტონიო რუდიგერის საქციელი აბსოლუტურად მიუღებელი იყო, მსგავსი რამ არასოდეს მინახავს. რუდიგერი უკვე არაერთხელ გამოსულა პროვოკაციებით, მაგრამ ბარსელონას წინააღმდეგ ქცევა იყო უკანასკნელი წვეთი. ვფიქრობ, მის ქმედებებს აუცილებლად უნდა მოჰყვეს შედეგი, მათ შორის ეროვნული ნაკრების შიგნითაც, მიუხედავად იმისა, რამდენად მნიშვნელოვანია ის გუნდისთვის სპორტული თვალსაზრისით. ეს არ უნდა დარჩეს მხოლოდ საუბრის დონეზე — საჭიროა შესაბამისი რეაგირება.

რუდიგერი დამსახურებულად ატარებს გერმანიის ნაკრების მაისურს კლუბში ნაჩვენები თამაშით, მაგრამ მან ასევე უნდა იცოდეს, როგორ უნდა იქცეოდეს. ბევრი გულშემატკივრისა და ბავშვისთვის ასეთი მოთამაშეები მისაბაძი მაგალითებია. ის ეროვნული გუნდის ვიცე-კაპიტანია და შესაბამისად, კიდევ უფრო დიდი მაგალითია სხვებისთვის. ფეხბურთი მხოლოდ სპორტული ღირებულებები არ არის — არსებობს სხვა ფასეულობებიც, რომლებსაც რუდიგერმა ფეხით გადაუარა.”
კიმის შემცვლელი ნაპოვნია? - არაუხოს შესაძლო ტრანსფერი ბაიერნში
რონალდ არაუხო ბაიერნისთვის ერთ-ერთი ვარიანტია კიმ მინ-ჯეს პოტენციური შემცვლელის მოსაძებნად.

ასევე განიხილებიან დინ ჰუისენი და ჯონათან ტა. ურუგვაელმა მცველმა ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით ძირითადში ადგილი დაკარგა და შესაძლოა, ზაფხულში კლუბი დატოვოს.

არაუხოს ბარსელონასთან კონფიდენციალური შეთანხმება აქვს, რომელიც საშუალებას აძლევს, კლუბი დატოვოს ფიქსირებულ ფასად 1-დან 15 ივლისის ჩათვლით. საუბარია 65 მილიონ ევროზე გათვალისწინებულ გამოსასყიდ პუნქტზე.
ბოე საფრანგეთში დაბრუნებისთვის მზად არის - ბაიერნი მის გაყიდვას ცდილობს
საშა ბოე მზად არის საფრანგეთში დაბრუნებისთვის. ამ ეტაპზე მასზე კონკრეტული შეთავაზებები არ არსებობს, თუმცა მისი პროფილი წარედგინა მარსელს, ლიონსა და ნიცას.

ბაიერნის მთავარი მიზანია ბოეს გაყიდვა მუდმივი ტრანსფერის სახით, რათა საფასური მიიღოს, თუმცა საფრანგეთის კლუბებს ფინანსური სირთულეები აქვთ ტელევიზიის უფლების კრიზისის გამო.

ამიტომ ყველა შეთავაზება, სავარაუდოდ, იქნება თავდაპირველი იჯარის ფორმით, შემდგომში გამოსყიდვის ოფციით.
კიმ მინ-ჯე: "ტკივილის მიუხედავად უკეთესად უნდა მეთამაშა"

კიმ მინ-ჯე თავის ფიზიკურ პრობლემებსა და მიმდინარე სეზონის გამოსვლაზე:


„აქილევსის მყესის პრობლემა ისევ მაქვს. მაგრამ თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ ყველაფერი დავძლიო.


შეცდომები, ტრავმები ან ზედმეტი რაოდენობის თამაშები — ეს შეიძლება მხოლოდ გამართლების მცდელობა იყოს. მაინც კონცენტრირებული უნდა დავრჩე. 


ეს არის ჩემი საქმე. ასეთ სიტუაციებს უნდა გავუმკლავდე. რა თქმა უნდა, შეცდომების ნაწილიც ტკივილის გამო იყო. მაგრამ საბოლოოდ, უკეთ უნდა მეთამაშა.“

ლეროი სანემ არსენალს უარი უთხრა - ბაიერნთან ახალი კონტრაქტი?
გავრცელებული ცნობების მიხედვით, ლეროი სანემ უარი თქვა არსენალში გადასვლაზე და ბაიერნს თავისი გრძელვადიანი მომავალი დაუკავშირა, ხელფასის შემცირებით ახალ კონტრაქტზე ხელმოწერით.

“მეთოფეები” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში პროდუქტიულ ფლანგის მოთამაშეს ეძებენ და თვალი მიუნხენის ვინგერს დაადგეს. თუმცა გერმანელმა ჩრდილოეთ ლონდონის კლუბს უარი უთხრა და არჩევანი ბავარიულ გრანდზე გააკეთა.

ლეროი სანე ბუნდესლიგის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც 2020 წლის ივლისში მანჩესტერ სიტიდან გადავიდა. გამოცდილი ვინგერი დიდი მოლოდინების ფონზე შეუერთდა ალიანც არენას და მანამდე მანჩესტერ სიტიში წარმატებული კარიერის შემდეგ დიდი ყურადღება მიიპყრო.
ერიკ დაიერი ბაიერნში დარჩება? - მაქს ებერლის კომენტარი
მაქს ებერლი ერიკ დაიერზე და მის მომავალზე:

„ერიკმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი მნიშვნელობა მას შემდეგ, რაც დაიო უპამეკანომ ტრავმა მიიღო და აჩვენა, რამდენად სტაბილურია.

ის ყოველთვის მზად არის და ზუსტად იცის, რა შეუძლია. ის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა ჩვენთვის ამ ეტაპზე.

ვნახავთ, ვინ იქნება გუნდში შემდეგი სეზონისთვის.“
კიმ მინ-ჯეს ფორმის ვარდნის მიზეზი და „ბაიერნის“ გეგმები ამასთან დაკავშირებით
კიმ მინ-ჯე გუშინ პირველივე ტაიმის შემდეგ შეცვალეს, რადგან მან კვლავ იგრძნო ტკივილი აქილესის მყესზე.

როგორც ფეხბურთელის გარემოცვაში, ასევე „ბაიერნის“ შიგნით, აქილესის მყესის პრობლემებს ასახელებენ მინ-ჯეს ფორმის ვარდნის მთავარ მიზეზად მიმდინარე სეზონში.

მიუხედავად ამისა, კლუბი მზად არის ზაფხულში მისი ტრანსფერზე გაყიდვის წინადადებები მოისმინოს.
კეინი: “სულელური წესია. ყვითელი ბარათი კი საერთოდ გაუგონარი გადაწყვეტილება იყო”
ჰარი კეინმა გააკრიტიკა მსაჯი ბასტიან დანკერტი და ბუნდესლიგის წესები:

„პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ ეს ძალიან გაუგონარი გადაწყვეტილება იყო. ეს არ უნდა ყოფილიყო ყვითელი ბარათი. სამწუხაროდ, ზოგჯერ ადამიანები ალიანც არენაზე მოდიან იმისთვის, რომ სახელი გაითქვან. ამიტომაც ძალიან გაბრაზებული ვარ, რომ მივიღე ეს ყვითელი ბარათი, რადგან ვიცოდი, რომ უკვე ოთხი მქონდა.

მეორეც, ვფიქრობ, რომ ეს წესი საერთოდაც აბსურდულია. 34 თამაშში 5 ყვითელ ბარათზე დისკვალიფიკაცია — ეს სულელური წესია. პრემიერ ლიგაში რომ იყოს როგორცაა [სადაც ყვითელი ბარათები 19-ე ტურის შემდეგ ნულდება], უკეთესი იქნებოდა.

ახლა კი მნიშვნელოვან თამაშს ვტოვებ იმის გამო, რომ სეზონის პირველ მატჩში მივიღე ყვითელი ბარათი. ამას აზრი არ აქვს. იქნებ მომავალში გადახედონ ამ წესს. ლაიფციგში მატჩის გამოტოვება თითქოს ჩემი ისტორიაა. მაგრამ არ ინერვიულოთ, გამარჯვებას ყველაზე მეტად მაინც მე აღვნიშნავ.“
ბაიერნი - მაინცი (ოფიციალური სასტარტო შემადგენლობა)
დღეს, თბილისის დროით 17:30 საათზე, ბაიერნი დაუპირისპირდება მაინცს.

მატჩამდე 1 საათით ადრე ცნობილია მიუნხენელთა შემადგენლობა:

ურბიგი - ლაიმერი, დაიერი, კიმი, სტანიშიჩი - კიმიხი ©, პავლოვიჩი - ოლისე, გნაბრი, სანე - კეინი.
სანემ დიდ თანხაზე უარი თქვა - გერმანელის დასაფასებელი გადაწყვეტილება

ალ-ითიჰადმა ლეროი სანეს წელიწადში დაახლოებით 25 მილიონი ევრო სუფთა ანაზღაურება შესთავაზა, თუმცა მისთვის ფული გადამწყვეტი ფაქტორი არ აღმოჩნდა.


სანემ ბაიერნში დარჩენა და ხელფასის შემცირებაზე თანხმობა საკმაოდ ადრე გადაწყვიტა, რაც კლუბმა ძალიან დააფასა.


ეს ნაბიჯი არა მხოლოდ ერთგულების ნიშანი იყო, არამედ იმ სულისკვეთების, რომელიც ბაიერნის იდენტობას შეესაბამება.

  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 36 11 24 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 14 5 9 0
4
ლეროი სანე
გოლი: 12 1 10 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 15 2 12 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 4 5 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 8 3 4 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0