ბაიერნსა და ფლორიან ვირცს შორის შეთანხმება ჯერჯერობით არ არსებობს. მიუნხენური გრანდი მოთამაშის შეძენით სერიოზულად არის დაინტერესებული და მოლაპარაკებები ფეხბურთელის გარემოცვასთან აქტიურად გრძელდება, თუმცა გავრცელებული ცნობები, თითქოს შეთანხმება უკვე მიღწეულია — ნაადრევია.
ბავარიელთა ხელმძღვანელობა ვირცს მომავალ პროექტში მნიშვნელოვან როლს აღუთქვამს და მზად არის დიდი ფინანსური რესურსიც კი გამოიყენოს ტრანსფერის დასასრულებლად.
თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება თავად ფეხბურთელსა და მის ოჯახზეა დამოკიდებული, რომლებიც ჯერ კიდევ ფიქრობენ, თუ რომელი ნაბიჯი იქნება სწორად გათვლილი სპორტული თვალსაზრისით.