გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბერნდ ნოიენდორფი და ვიცე-პრეზიდენტი ჰანს-იოახიმ ვაცკე ამ უქმეებზე ნიუ-იორკში მიფრინავენ, რათა იურგენ კლოპის ბუნდესნაკრებში დანიშვნის პროცესი საბოლოოდ დაასრულონ.
მხარეებს შორის შეთანხმების მთავარი დეტალები უკვე ცნობილია:
კონტრაქტი: გაფორმდება 4-წლიანი ხელშეკრულება, რომელიც ძალაში 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე იქნება.
ხელფასი: კლოპის ანაზღაურება ოდნავ მეტი იქნება, ვიდრე იულიან ნაგელსმანის ხელფასი (€7 მლნ წელიწადში) იყო.
სამწვრთნელო შტაბი: კლოპის ასისტენტები კვლავ პეტერ კრავიტცი და პეპაინ ლინდერსი იქნებიან. ბოლო დღეებში შტაბში მოხვედრის სურვილით კლოპს ბევრმა სხვა სპეციალისტმაც მიმართა.
კომპენსაცია: DFB რედ ბულს კლოპის კონტრაქტის გამოსასყიდად თანხას არ გადაუხდის. ნაცვლად ამისა, კლოპი კომპანიის ბრენდ-ამბასადორად დარჩება, რაც რედ ბულისთვის რამდენიმე მილიონიან კომპენსაციაზე ბევრად უფრო მომგებიანია.