ისმაელ საიბარი კარიერას მიუნხენის ბაიერნში გააგრძელებს. კლუბმა პსვ-სთან ტრანსფერზე სრული შეთანხმება მიაღწია, მას შემდეგ, რაც თავად ფეხბურთელმა ბაიერნთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.
25 წლის შემტევმა ნახევარმცველმა მიუნხენურ კლუბთან ხელშეკრულება 2031 წლამდე გააფორმა.
ტრანსფერის ჯამური ღირებულება ბონუსების ჩათვლით 55 მილიონ ევროს შეადგენს. საიბარი ვინსენ კომპანის მთავარი სამიზნე იყო და ბელგიელი სპეციალისტი მის გადაბირებას პირადად ითხოვდა. ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას ამერიკის შეერთებულ შტატებში გაივლის, სადაც კლუბი ამჟამად იმყოფება.
უნივერსალური ნახევარმცველი პსვ-ს ერთ-ერთი ლიდერი იყო. ახალ დეტალებს საიბარის ტრანსფერთან დაკავშირებით კლუბი უახლოეს პერიოდში ოფიციალურად გამოაქვეყნებს.