გენერალური დირექტორი იან-კრისტიან დრეზენი ფლორიან ვირცის უარზე:
„მეტად ბევრი დაიწერა, ვიდრე ითქვა. ბაიერნი ევროპისა და მსოფლიოს აბსოლუტურად ტოპ კლუბებს შორის არის. ჩვენი მიმზიდველობა როგორც გულშემატკივრებისთვის, ასევე ფეხბურთელებისთვის, უზარმაზარია.
ის ფაქტი, რომ ყველა ფეხბურთელი ჩვენთან არ გადმოდის, უბრალოდ ამ ყველაფრის ნაწილია – იგივე ხდება სხვა ტოპ კლუბებთანაც.
მაგრამ ყველამ იცის: ბაიერნში შეგიძლია ყოველ წელს ყველაფერი მოიგო; შენ ხარ ყველა ტურნირში ჩართული – კლუბების მსოფლიო ჩემპიონატიც კარგი მაგალითია ამისთვის. უბრალოდ შეხედეთ, რომელი კლუბებია იქ წარმოდგენილი – და, რაც მთავარია, რომლები არ არიან.
საუკეთესო ევროპული კლუბები მონაწილეობენ – მათ შორის ბაიერნი. ჩვენი მიმზიდველობა, სპორტული ამბიცია და ეკონომიკური ძალა ყველანაირად ცნობილია მსოფლიოს ტოპ ფეხბურთელებისთვის.“