"მიუნხენის "ბაიერნიდან" იყო კონტაქტი და ამის შესახებ ავსტრიის ფეხბურთის ფედერაციას ვაცნობე.
ძალიან სანდო ურთიერთობა მაქვს მათთან. მე ახლა ავსტრიის ნაკრებზე ვარ ფოკუსირებული და ჩვენ მთლიანად ევროპის ჩემპიონატზე ვართ ორიენტირებული.
აქ თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. ამაზე ინტენსიურად და კონკრეტულად ფიქრის საფუძველი არ არსებობს.“ - თქვა რანგნიკმა.
ცნობისთვის, ამ მომენტისთვის ტომას ტუხელის შეცვლის მთავარი ფავორიტი რალფ რანგნიკია.