იმის გამო, რომ მომავალ სეზონში "ბაიერნი" ნახევარდაცვის გაძლიერებას ეცდება კლუბი აკვირდება "პორტუს" ნახევარმცველ ალან ვარელას.
მასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კონკრეტული არაფერია. რაც შეეხება ფრენკი დე იონგს, "ბაიერნი" ყოველთვის აკვირდებოდა მას.
კლუბი კვლავ ადევნებს თვალს მის მდგომარეობას, მაგრამ თემა ამ დროისთვის არ არის მწვავე. მისი უკიდურესად მაღალი ხელფასი არის შემაფერხებელი წერტილი.