რალფ რანგნიკი ახლა ფავორიტია თომას ტუხელის შემცვლელად. გერმანელი სპეციალისტის თანხმობის შემთხვევაში, ის "ბაიერნის" ახალი მწვრთნელი გახდება. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით ჩაივლის, ამ კვირაში საბოლოო პასუხი ცნობილი იქნება.
რანგნიკი მზად არის "ბაიერნთან" შესათანხმებლად. რამდენიმე კვირის წინ ის, ებერლსა და ფროინდს შეხვდა. ასე რომ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო ინტენსიური კონტაქტი.
მოსაზრებაა, რომ კარგი სკაუტირების გუნდთან ერთად, თანამშრომლობა შეიძლება წარმატებული იყოს. რანგნიკის დიდ მხარდამჭერად განსაკუთრებით კარლ-ჰაინც რუმენიგე ითვლება.
თუ რანგნიკი უარს იტყვის, რობერტო დე ზერბი არის მაქს ებერლის ალტერნატივა.