მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელების 80% თომას ტუხელის კლუბში დარჩენას მხარს უჭერს, ყველაზე აქტიურად კი კაპიტანი მანუელ ნოიერი არის ჩართული.
ასევე ნოიერმა თავისი სურვილი კლუბის ხელმძღვანელებს გაუგზავნა. კლუბში ნოიერის სიტყვის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ტუხელის დარჩენის თემა ბოლო დღეებში აქტიურად განიხილება.
ცნობისთვის, "ბაიერნის" გაწვრთნაზე უარი თქვეს: ჩაბი ალონსომ, რალფ რანგნიკმა და სხვა რამდენიმე მწვრთნელმა. ახლა კი ყველაზე კარგი ვარიანტი ტუხელის დარჩენა ან ჰანსი ფლიკის დაბრუნებაა.