ჰანსი ფლიკი ღიაა "ბაიერნში" დაბრუნებისთვის. მისთვის ეს კლუბი რაღაც განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია.
ფლიკის დაბრუნება ასევე ნიშნავს ტონი ტაპალოვიჩის დაბრუნებას, რომელიც იყო არა მხოლოდ მეკარეების მწვრთნელი, არამედ ერთ-ერთი ასისტენტიც.
"ბაიერნის" მეკარეების ამჟამინდელი მწვრთნელი, მიხაელ რეხნერი შეინარჩუნებს თავის როლს რაც არ უნდა მოხდეს.
ცნობისთვის, ტუხელის შემცვლელად აქტიურად განიხილავენ ერიკ ტენ ჰაგს, მაგრამ მისი "ბაიერნში" გადასვლა ამჟამად ნაკლებად სავარაუდოა.