"ჩვენი მიზანი ეს იქნება" - ნაგელსმანის პირველი კომენტარი გერმანიის ნაკრებში მოსვლის შემდეგ

"ჩვენი მიზანი ეს იქნება" - ნაგელსმანის პირველი კომენტარი გერმანიის ნაკრებში მოსვლის შემდეგ

მოგეხსენებათ, იულიან ნაგელსმანმა გერმანიის ნაკრები ოფიციალურად ჩაიბარა - 36 წლის სპეციალისტმა გუნდთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულის ბოლომდე გააფორმა.

ნაკრებში მოსვლისთანავე ნაგელსმანმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებთანაც ისაუბრა:

"მოლაპარაკებების პროცესი ძალიან კარგად წარმიართა და ჩემი დარწმუნება რთული არ ყოფილა. ჩვენი მიზანია ევროპის ჩემპიონატი მაღალ დონეზე ჩავატაროთ - ეს დიდ მოტივაციასთან ერთად უდიდესი გამოწვევაცაა.

ჩვენს უკან ერი დგას და გვსურს, მათ ლამაზი თამაში შევთავაზოთ, რომელიც ხალხს უფრო დააინტერესებს ამ თამაშით და მხოლოდ შედეგზე არ იქნება გათვლილი. 

რა თქმა უნდა თავდაჯერება ატმოსფეროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კარგი სულისკვეთების განსავითარებლად კი საჭიროა იდეა, რომელსაც მოთამაშეებამდე მიიტან და ისინი ამას უკვე მოედანზე განახორციელებენ
", - განაცხადა ნაგელსმანმა.


22-09-2023, 17:52
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 36 11 24 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 15 5 10 0
4
ლეროი სანე
გოლი: 13 1 11 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 16 2 13 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 9 3 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0