"ამიტომ არ დავაყენებდი მიულერს გერმანიის სასტარტოში", - მათეუსმა ტომასი გააკრიტიკა

"ამიტომ არ დავაყენებდი მიულერს გერმანიის სასტარტოში", - მათეუსმა ტომასი გააკრიტიკა

გერმანიამ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მატჩი მცირე სენსაციით დაიწყო - ჰანს ფლიკის გუნდი იაპონიასთან მინიმალური სხვაობით, 1:2 დამარცხდა.

მომდევნო მატჩს, გერმანიის ნაკრები 27 ნოემბერს, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს - მატჩამდე ორიოდე დღით ადრე კი ლეგენდარულმა გერმანელმა მოთამაშემ, ლოთარ მათეუსმა ის თერთმეტეული დაასახელა, რომლითაც გერმანიის ნაკრებმა უნდა ითამაშოს.

გერმანია (4-2-3-1): ნოიერი - კერერი, ზულე, რუდიგერი, გიუნტერი - გორეცკა, კიმიხი - გნაბრი, გიუნდოგანი, მუსიალა - ფიულკრუგი.

ბევრისთვის მოულოდნელად, სასტარტო თერთმეტეულში ბაიერნის და გერმანიის ნაკრების ლეგენდა, ტომას მიულერი არ მოხვდა, აღნიშნულზე კომენტარი კი თავად მათეუსმაც გააკეთა:

"მიულერმა ჩემი ბოლო საერთაშორისო ტურნირი, ევრო 2000 გამახსენა. მაშინ 2 კვირიანი ტრავმის შემდეგ დავბრუნდი და საკუთარი თამაში ვეღარ ვიპოვე. ახლა ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მიულერი 100%-ით ფორმაში არ არის. ის იაპონიასთან მატჩში შეხვედრაში აქტიურად ჩაბმული არ ყოფილა", - განაცხადა მათეუსმა.


25-11-2022, 23:24
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0