ხვალ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში, მიუნხენის ბაიერნი შინ პლზენს უმასპინძლებს.
როგორც გერმანული გამოცემა BILD-ი ირწმუნება, ნაგელსმანი ხვალიდნელ მატჩში მცირე როტაციას გეგმავს, კერძოდ:
"ახალგაზრდა სპეციალისტი აპირებს, რომ ხვალინდელ მატჩში ნახევარდაცვის დუეტში გრავენბერხი და გორეცკა ათამაშოს. შეტევაში კი მატის ტელი გნაბრის, მუსიალას და მანეს გვერდიგვერდ შეუტევს", - წერს გამოცემა.