"სხვებს უნდა აჯობო, რომ მეტი სათამაშო დრო მიიღო", - ნაგელსმანმა გრავენბერხს უპასუხა

"სხვებს უნდა აჯობო, რომ მეტი სათამაშო დრო მიიღო", - ნაგელსმანმა გრავენბერხს უპასუხა

როგორც უკვე მოგახსენეთ, მიუნხენის ბაიერნის ახალწვეულმა, რაიან გრავენბერხმა ESPN-თან საუბრისას, სათამაშო დროის ნაკლებობაზე გამოთქვა უკმაყოფილება, ახალგაზრდა ნიდერლანდელი იმედგაცრუებულია იმ ფაქტით, რომ აქამდე ბუნდესლიგის არც ერთი თამაში არ დაუწყია სასტარტოდან.

20 წლის ნახევარმცველის უთამაშებლობაზე დღევანდელ პრესკონფერენციაზე ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა ისაუბრა:

"თამაშის დროის ნაკლებობა? მნიშვნელოვანია, რომ მისი ასაკი გავითავლისწინოთ. ის არის ახალგაზრდა მოთამაშე, რომელიც დიდ კლუბში მოვიდა სათამაშოდ, სადაც ბევრი სხვა "დიდი მოთამაშე" დახვდა.

ასეთ შემთხვევაში, მოთმინება ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის მოთამაშესთან მუდმივი კომუნიკაცია - ფეხბურთელმა უნდა იცოდეს, თუ რა მოეთხოვება, რას აკეთებს მოედანზე კარგად და რა უნდა გააუმჯობესოს, ეს ყველაფერი კი იმისთვის კეთდება, რომ მომავალში მეტი სათამაშო დრო მიიღოს.

შესაძლოა ხვალინდელ მატჩში მიიღოს სათამაშო დრო, გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია - გრავენბერხმა კარგად იცის, რაზეც აქვს სამუშაო. ის ევროპაში ბევრ სხვა ფეხბურთელზე უკეთ თამაშობს, განსაკუთრებით მისი ასაკის მოთამაშეებს თუ გავითვალისწინებთ, მას კარგად შუძლია პრესინგისგან თავის განთავისუფლება.

მაგრამ მე ამ შემთხვევაში დრამის საჭიროებას ვერ ვხედავ - ჩვენ მიუნხენის ბაიერნი ვართ, შენ უბრალოდ უნდა აჯობო სხვა მოთამაშეებს რომ მეტი სათამაშო დრო მიიღო
", - განაცხადა ნაგელსმანმა.


3-10-2022, 19:00
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 22 4 18 0
2
ლეროი სანე
გოლი: 9 2 7 0
3
მატის ტელი
გოლი: 6 2 3 1
4
ჯამალ მუსიალა
გოლი: 4 2 2 0
5
კინგსლი კომანი
გოლი: 4 1 3 0
1
იოზუა კიმიხი
ასისტი: 6 2 3 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 5 1 4 0
3
ალფონსო დეივისი
ასისტი: 3 0 3 0
4
ტომას მიულერი
ასისტი: 3 1 2 0
5
მატის ტელი
ასისტი: 2 1 1 0
1
კინგსლი კომანი
1 0 0 1 0
2
ლეონ გორეცკა
1 0 0 1 0
3
უპამეკანო
2 0 0 2 0
4
კიმ მინ-ჯაე
1 0 0 1 0
5
ბენჟამენ პავარი
1 0 0 1 0