ხვალ, ბუნდესლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნი ბოხუმს უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება.
მატჩამდე ერთი დღით ადრე, რეკორდმაისტერის მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა:
'ჩვენ ამ ეტაპზე იქ არ ვიმყოფებით, სადაც გვინდა რომ ვიყოთ - ჯერ კიდევ მეორე ადგილზე ვართ. დასვენებისთის დიდი დრო არ გვაქვს.
არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის მეტოქე, ჩვენ ყოველთვის ჩვენი ლიმიტის გარღვევას ვცდილობთ - ხვალაც ამის გაკეთებას ვაპირებთ', - განაცხადა ნაგელსმანმა.
შეგახსენებთ, იულიანს ბაიერნში შთამბეჭდავი სტარტი აქვს, ახალგაზრდა გერმანელი სპეციალისტის დანიშვნის შემდეგ, ბაიერნმა 7 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 6 მოიგო 1 კი ფრედ დაასრულა. ბურთების შეფარდება: 31 გატანილი და მხოლოდ 5 გაშვებული.