სატრანსფერო ბაზრის მთავარი ინსაიდერის, ფაბრიციო რომანოს ექსკლუზიური ინფორმაციით, მიუნხენის ბაიერნმა ახალი შემტევის ხელში ჩასაგდებად აქტიური მოქმედებები დაიწყო და მოლაპარაკებები გახსნა ისმაელ საიბარისთან.
მას შემდეგ, რაც ენტონი გორდონის ტრანსფერი საბოლოოდ ჩაიშალა, მიუნხენური გრანდი მთლიანად საიბარის ვარიანტზე გადაერთო, რომლის თამაშსაც კლუბის ხელმძღვანელობა ძალიან მაღალ შეფასებას აძლევს.
ამჟამად ბაიერნი მოლოდინის რეჟიმშია და პსვ-სგან ფეხბურთელის საბოლოო ფასის გაგებას ელოდება, თავად მაროკოელი ვინგერი კი უდიდეს სურვილს გამოთქვამს, რომ მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მიუნხენურ გრანდს შეუერთდეს.