გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა ფინეთთან მატჩის შემდეგ ლენარტ კარლის თამაში შეაფასა და შემტევ ხაზში არსებულ სერიოზულ კონკურენციაზე ისაუბრა.
ნაგელსმანის თქმით, კარლმა კარგად ითამაშა, მომენტებსაც ქმნიდა და სხვებისთვის სივრცეებსაც ათავისუფლებდა, თუმცა ბოლო თვეებში მის თავს ძალიან ბევრი რამ მოხდა და ამ ყველაფრის გადახარშვა მისი ასაკის ფეხბურთელისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა.
მწვრთნელმა აღნიშნა, რომ გაინაღდა თუ არა ახალგაზრდა ტალანტმა ადგილი სასტარტოში, ამას მომდევნო კვირანახევარში ნახავენ, რადგან კონკურენცია დიდია და ყველამ დაინახა მოედანზე შეცვლაზე შემოსული ლეროი სანეს ბრწყინვალე გამოსვლა. სანეს მოედანზე საოცარი დინამიკა შემოაქვს და ბოლო მომენტში ჯამალ მუსიალას რომ არ ჩაეკეტა სიტუაცია, ლეროი გოლსაც გაიტანდა, ამასთანავე კი ნაკრებს სათადარიგო სკამზე ჯეიმი ლეველინგიც ჰყავს.