WhoScored-მა ევროპის ტოპ 5 ლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელებისგან შემდგარი კომბინირებული თერთმეტეული გამოაქვეყნა.
2025/26 წლების სეზონის რეიტინგების მიხედვით, საუკეთესო თერთმეტეულში მიუნხენის ბაიერნის ორი შემტევი, ჰარი კეინი და ლუის დიასი მოხვდნენ. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ჰარი კეინის მაჩვენებელი - ინგლისელი თავდამსხმელი 8.28 სარეიტინგო ქულით არა მხოლოდ ნაკრების წევრი, არამედ მთელი ევროპის მასშტაბით ყველაზე მაღალი შეფასების მქონე ფეხბურთელია.
ბაიერნის ახალწვეული ლუის დიასი კი, რომელმაც გუნდს შესანიშნავად აუღო ალღო, 7.62 ქულით საუკეთესო გარემარბად დასახელდა. სიმბოლურ გუნდში ასევე მოხვდნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ლამინ იამალი, დეკლან რაისი და ბრუნო ფერნანდეში.