მოგეხსენებათ, დაძაბულ შეხვედრაში "რეალმა" "ბაიერნი" 2 - 1 დაამარცხა და მადრიდელები ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდნენ.
მატჩის მიწურულს იყო მომენტი სადაც დე ლიხტმა გოლი გაიტანა თუმცა ეპიზოდის დასრულებამდე გვერდითა არბიტრმა თამაშგარე აწია.
დე ლიხტის კომენტარი ამასთან დაკავშირებით:
"ვფიქრობ, ყველამ ვიცით წესები. თუ თამაშგარე არ არის მკაფიო და ნათელი, უნდა გააგრძელებინო თამაში! ეს წესია და ვფიქრობ რაც მოხდა სირცხვილია.
ხოსელუს გოლიც თითქმის თამაშგარე იყო, მაგრამ მათ მომენტის დასრულება აცადეს, რატომ არ მოხდა ეს ჩვენ შემთხვევაში?
ასევე მატჩის შემდეგ გვერდითა მსაჯი მოვიდა და ბოდიში მომიხადა. მითხრა, რომ შეცდომა დაუშვა.
არ მინდა ვთქვა, რომ მადრიდის "რეალს" ყოველთვის აქვს უპირატესობა მსაჯების მხრივ, მაგრამ ეს დღეს გამოჩნდა." - განაცხადა განრისხებულმა დე ლიხტმა.