ისტორია
ადრეული წლები(1900-1965):
ბაიერნის პირველი გუნდის ისტორია იწყება 1899 წლიდან. მისი დაარსება დაკავშირებულია ფრანც ჯონსის სახელთან. გარდა ამისა, იყო კიდევ 18 ფეხბურთელი, ვინც საფუძველი ჩაუყარა ბაიერნს. გუნდის აღზევება დაიწყო 1907 წელს, როდესაც ბაიერნი ახალ ბაზაზე გადავიდა ლეოპოლდშტრასეზე. გუნდის პირველ მიღწევად მიუნხენური ფეხბურთის ლიდერობა იქცა. ბაიერნი პოპულარული გახდა 1910 წელს, როდესაც გუნდმა აღმოსავლეთის მიწების თასი მოიგო. მომდევნო გათამაშებაში კი მიუნხენელებმა ისე დაიცვეს ტიტული, რომ არც ერთი შეხვედრა არ წაუგიათ. მოგვიანებით გუნდში გამოჩნდა გერმანიის ნაკრების პირველი ფეხბურთელი მაქს გაბლონსკი. ამ მოვლენის შემდეგ საქმე კიდევ უფრო უკეთესად წავიდა. 1920 წლისათვის ბაიერნში გაწევრიანებული იყო 700-ზე მეტი წევრი. 1926 წელს ბაიერნმა მოიგო სამხრეთის მიწების ჩემპიონატი, ხოლო 1932 წელს პირველად მოიგო გერმანიის ჩემპიონის პირველი ტიტული, მოუგო რა ფრანკფურტის აინტრახტს 2:0. გოლები გაიტანეს რორმა და კრუმმა, გუნდის ლიდერები იყვნენ ჰაიდკამფი და ბრაინდლი. გუნდის მწვრთნელად, მასაჟისტად, მენეჯერად და ხელმძღვანელად მუშაობდა რიჩარდ დომბი. მეორე მსოფლიო ომმა ძალზე დიდი გავლენა იქონია ყველაფერზე, მათ შორის სპორტზე. მან დიდი ხნით შეანელა ფეხბურთის განვითარება. ამ კატასტროფის შემდეგ გერმანულ ფეხბურთს დასჭირდება დიდი დრო, რათა დაებრუნებინა დაკარგული პოზიციები. მეორე ტიტული ბაიერნმა 1957 წელს მოიგო - გერმანიის თასი. გადამწყვეტ მატჩში, აუგსბურგის სტადიონზე, რომელიც 42 000 ადამიანს იტევდა, ბაიერნის კაპიტანმა 1957 წელს ჯობსტმა გუნდი დიუსელდორფის ფორტუნის წინააღმდეგ გამარჯვებამდე მიიყვანა - 1:0. ამ გამარჯვებას მოჰყვა არცთუ ისე ხანგრძლივი წარუმატებლობები. რამდენიმე წლის განმავლობაში ბაიერნმა ვერაფერი მოიგო. 1962 წელს, ბაიერნი არ დაუშვეს ახლადდაარსებულ ბუნდესლიგაში. თუმცა ორი წლის შემდეგ გუნდმა ბუნდესლიგაში ტრიუმფული სვლა დაიწყო. ამ დროს გუნდის მწვრთნელი იყო ზლატკო ჩაიკოვსკ?. კლუბმა უდიდესი წარმატებების ხანა დაიწყო, რაც მთლიანად ფრანც ბეკენბაუერისა და კომპანიის სახელს უკავშირდება. ბეკენბაუერი ბაიერნში გადავიდა, თუმცა იყო შანსი მას მიუნხენ 1860–ში ეთამაშა. გუნდის ღირსებას იცავდნენ ლეგენდარული მეკარე ზეპ მაიერი და თავდამსხმელი გერდ მიულერი. აღნიშნულმა ტრიომ ბაიერნს უდიდესი წარმატებები მოუტანა.
ოქროს წლები (1965-79):
1965/66 სეზონში გუნდი მესამე ადგილზე გავიდა. ბეკენბაუერი და ზეპ მაიერი კი ნაკრებში გამოიძახეს ინგლისის მსოფლიოს ჩემპიონატზე სათამაშოდ. სამწუხაროდ, გერმანია მხოლოდ მეორე ადგილზე გავიდა, წააგო რა ფინალური მატჩი მასპინძლებთან ინგლისთან. 1967 წელს ბაიერნმა ევროპული მწვერვალიც დაიპყრო. გერმანიის თასის მოგების შემდეგ, ჰამბურგის წინააღმდეგ ანგარიშით 4:0, გუნდმა თასების თასი მოიგო. ფრანც როთმა, ვისაც ხშირად გაჰქონდა ხოლმე მნიშვნელოვანი გოლები, სელტიკთან ფინალში 109 წუთზე გაიტანა და გუნდს პირველი ევროპული ტიტული მოაგებინა. 1968 გარდატეხის წელიწადი იყო. გუნდში მივიდა ბრანკო ზებეცი, რომელმაც ჩაიკოვსკი შეცვალა. ზებეცი წავიდა ისეთ უკიდურეს ნაბიჯზე, როგორიც იყო ლუდის მოხმარების სრული აკრძალვა. თუმცა ამ მოვლენის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულების მიუხედავად, ბაიერნის ფანები საბოლოო ჯამში კმაყოფილნი დარჩნენ, რადგან გუნდმა დუბლი შეასრულა. ბაიერნმა გერმანიის ჩემპიონის ტიტული 8-ქულიანი ჰანდიკაპით მოიგო, ხოლო თასის ფინალში შალკე დაამარცხა. ამავე პერიოდში მიონხენგლადბახის ბორუსია, გუნდი რომელმაც დიდი პრობლემები შეუქმნა ბაიერნს. გლადბახმა გერმანიის ჩემპიონატი ორჯერ, 1970–71 წლებში მოიგო. უდო ლატეკის ხელმძღვანელობით 1972 წელს მიუნხენელებმა ტიტული ოლიმპიაშტადიონზე დააბრუნეს. გუნდს სიხარულის კიდევ ერთი მიზეზი ჰქონდა: გერდ მიულერი ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 40 გოლით. მანვე გაიტანა გადამწყვეტი გოლიც კიოლნთან თასის ფინალშიც. იმავე ლატეკის ხელმძღვანელობით გუნდმა ზედიზედ ორჯერ მოიგო ბუნდესლიგა.
1974 წელს ბაიერნმა პირველად ისტორიაში ჩემპიონთა თასი მოიგო. ბრიუსელში, მადრიდის ატლეტიკოს წინააღმდეგ შეხვედრაში ანგარიში გეორგ შვარცენბეკმა გაათანაბრა. პირველი მატჩი 1:1 დასრულდა. გადათამაშება კი 4:0 დასრულდა - დუბლები შეასრულეს ული ჰიონესმა და გერდ მიულერმა. ჩემპიონთა თასის მოგება გუნდმა ზედიზედ ორჯერ 1975 (2:0 ლიდსი), 1976 (სენტ–ეტიენი 1:0) წლებში მოახერხა. ამავე წელს მიუნხენელებმა საკონტინენტთაშორისო თასიც მოიგეს, დაამარცხეს რა კრუზეირო ორმატჩიან დაპირისპირებაში.
FC Breitnigge დან FC Hollywood მდე(1979–98):
იუპ ჰაინკესმა გუნდი 91/92 წლების სეზონში დატოვა, მისი ადგილი კი სორენ ლერბიუმ დაიკავა. ამის მიუხედავად აღმავლობა მაინც არ შეინიშნებოდა, მიუნხენელები ბუნდესლიგიდან გავარდნის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. ასეთ მდგომარეობაში ჩაიბარა გუნდი ერიხ რიბეკმა. კარლ–ჰაინც რუმენიგემ და ფრანც ბეკენბაუერმა კი ვიცე–პრეზიდენტების პოსტები დაიკავეს. 93/94 სეზონში "კაიზერფრანცმა" მწვრთნელის პოსტზე შეცვალა ერიხ რიბეკი და ბაიერნი გერმანიის ჩემპიონი გახადა. მალე ჯოვანი ტრაპატონის ეპოქა დადგა. მართალია, მას კარგი დამოკიდებულება ჰქონდა ფეხბურთელებთან და ხელმძღვანელობასთან, მაგრამ მიუხედავად ამისა, მან ვერ შეძლო წარმატებების მიღწევა. გუნდმა 94/95 სეზონში გერმანიის ჩემპიონატში მე-6 ადგილი დაიკავა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ამსტერდამის აიაქსთან წააგო (2:5, 0:0). გუნდში ტრაპატონის ნაცვლად ოტო რეჰაგელი მოვიდა. გუნდში ჩაირიცხნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც იყვნენ იურგენ კლინსმანი, ანდრეას ჰერცოგი და ჩირიაკო სფორცა. 1996 წლის აპრილში რეჰაგელი იძულებული გახდა ვადაზე ადრე დაეტოვებინა მწვრთნელის პოსტი, მიუხედავად იმისა, რომ მან გუნდის უეფას თასის ნახევარფინალში გაყვანა მოახერხა, სადაც ბაიერნს ბარსელონა ელოდა. გუნდი ისევ და ისევ ფრანც ბეკენბაუერმა ჩაიბარა. ოლიმპიაშტადიონზე ნათამაშები ფრეს (2:2) შემდეგ, თითქოს ფავორიტი უკვე გამოვლენილი იყო, მაგრამ კამპ ნოუს მატჩში ბაიერნმა სასიკეთოდ დამთავრდა. მარკუს ბაბელმა და მარსელ ვიტეჩეკმა შეძლეს თითო გოლი გაიტანეს, საბოლოოდ - 2:1. ფრანც ბეკენბაუერის ხელმძღვანელობით გუნდმა პირველად ისტორიაში მოახერხა უეფას თასის მოგება. გუნდს დაუბრუნდა ჯოვანი ტრაპატონი. მან ბაიერნს ორი გამარჯვება მოუტანა: ბუნდესლიგა 1997 წელს და გერმანიის თასი 1998-ში.
საერთაშორისო წარმატება (1998-დღემდე):
1998- 2004 წლებში ბაიერნს ოტმარ ჰიტცფელდი ხელმძღვანელობდა. მისი მწვრთნელობის პირველ წელს ბაიერნმა მოიგო ბუნდესლიგა და ახლოს იყო ჩემპიონთა ლიგის მოგებასთან. წააგო რა დრამატული ფინალი მანჩესტერ იუნაიტედთან 2-1. 1999-2000 წლების სეზონში ბაიერნმა მოიგო თასი და ჩემპიონატი. 2001 წელს 25 წლიანი პაუზის შემდეგ გუნდმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო, გაიმარჯვა ასევე ბუნდესლიგაშიც. 2001-02 წლებიც ტრიუმფით, საკონტინენტთაშორისო თასის მოგებით დაიწყო, მაგრამ დამთავრდა არცთუ სახარბიელოდ. ბაიერნმა ბუნდესლიგა ქულათა რეკორდული სხვაობით მოიგო.
ბაიერნმა ორი დუბლი შეასრულა ფელიქს მაგათის ხელმძღვანელობით. 2005-06 წლებში ბაიერნმა სტადიონი შეიცვალა. ის ალიანს არენაზე გადავიდა. (სტადიონი აგებულია მიუნხენ 1860-თან ერთად).
2006-07 წლების სეზონი კატასტროფული იყო. წარუმატებლობა ჩემპიონატში, ადრეული მარცხი აახენის ალემანიასთან გერმანიის თასზე... ყოველივემ მაგათის ვადაზე ადრე გათავისუფლება გამოიწვია.
2007 წლის იანვარში მწვრთნელის პოსტზე ჰიცფელდი დაბრუნდა. ბაიერნმა ბუნდესლიგა მეოთხე ადგილზე ჩაამთავრა. შედეგად, ბაიერნმა პირველად ბოლო ათწლეულში ჩემპიონთა ლიგაში გასვლა ვერ მოახერხა. 2007-2008 წლების სეზონისთვის ბაიერნის შემადგენლობა საფუძვლიანად შეიცვალა. გუნდმა შეიძინა 8 ახალი ფეხბურთელი, ხოლო გაყიდა, გაანათხოვრა ან უბრალოდ კონტრაქტი არ გაუხანგრძლივა 9 ფეხბურთელს. ყველაზე ხმაურიან ტრანსფერებად ლუკა ტონის (ფიორენტინა), მიროსლავ კლოზესა (ვერდერი) და ფრანკ რიბერის (მარსელი) შეძენა დასახელდა. შედეგად ბაიერნმა 2008 წელს ტრიუმფით მოიგო ბუნდესლიგა და გერმანიის თასი.
2008 წლის 11 იანვარს გაცხადდა, რომ ბაიერნს 2008 წლის 1 ივლისიდან იურგენ კლინსმანი ჩაიბარებდა. მან ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. 2008-09 სეზონის დასაწყისი არც ისე წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა გუნდმა მაინც შეძლო პირველი ნახევრის ლიდერის პოზიციაზე ჩამთავრება. 27 აპრილს ალიანს არენაზე შალკესთან წაგებიდან ორი დღის შემდგომ იურგენ კლინსმანი გაათავისუფლეს. მიზეზი კი მხოლოდ შალკესთან წაგება არ იყო... ასეთი გადაწყვეტილება განაპირობა გერმანიის თასიდან და ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან ნაადრევად გამოვარდნამ. ორივე ამ ტურნირზე კლინსმანის დამოძღვრილმა გუნდმა მხოლოდ მეოთხედფინალს მიაღწია, ჩემპიონთა ლიგაში კი გუნდმა ასპარეზობა სამარცხვინოდ დაასრულა... 0:4 ბარსელონასთან. ანგარიშზე უფრო შემაშფოთებელი იყო თამაშის გულის ამრევი ხარისხი.
კლინსმანის მაგივრად იუპ ჰაინკესი დაინიშნა. საბოლოო ჯამში, ბაიერნმა ბუნდესლიგაში ასპარეზობა მეორე ადგილზე დაასრულა.
2008/09 სეზონის დასრულებისთანავე ბაიერნის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა ჰოლანდიელი სპეციალისტი ლუის ვან გაალი, ვინც 1-ელი ივლისიდან შეუდგა საქმეს. მისი ხელმძღვანელობით გუნდი უმაღლესი მიზნებს ისახავდა. ბაიერნმა არადამაჯერებლად დაიწყო. აგვისტოს ბოლოს მაინცთან წაგების შემდეგ გუნდის ფანები აღშფოთებას ვეღარ მალავდნენ და კლუბის ხელმზღვანელობას წერილიც კი მიწერეს მოთხოვნით, რომ გადამწყვეტი ნაბიჯები გადაედგათ. ამრიგად, ზეწოლამ ჰიონესი და კომპანია აიძულა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღით ადრე ჰოლანდიელი არიენ რობენი შეეზინათ. რეალმა ფეხბურთელი 25 მილიონ ევროდ დათმო. ჰოლანდიელმა პირველსავე შეხვედრაში შეძლო გულშემატკივრის გულის მონადირება, როცა მაშინდელი ჩემპიონის, ვოლფსბურგის წინააღმდეგ მატჩში შეცვლაზე შესულმა დუბლი შეასრულა. სექტემბერში გუნდმა ჩინებული შედეგი აჩვენა. ამის შემდეგ რობენი დაშავდა, მას რიბერიც მიჰყვა და კვლავ დაიწყო ჩავარდნა. საქმე იქამდე მივიდა, რომ შეიძლებოდა კლუბს ევროასპარეზი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპაზე ჩარჩენით დაესრულებინა. ვან გაალსაც "წყალი შეუდგა", მაგრამ გადამწყვეტ მატჩში, იუვესნტუსის წინააღმდეგ, სადაც ბავარიელებს მხოლოდ გამარჯვება ჭირდებოდათ, გუნდმა წამყვანი ფეხბურთელების გარეშე შესანიშნავი ფეხბურთი ითამაშა და "იუვე" 4-1 გაანადგურა. ეს გამარჯვება გახდა ერთგვარი გარდატეხა, მას შემდეგ გუნდი თამაშიდან თამაშამდე უმატება უკეთეს ფეხბურთს აჩვენებდა. სიტუაცია ნელ-ნელა ბუნდესლიგაშიც გამოსწორდა. ცოტახანში კი კარს ლიგის ფლეიოფები მოადგა. 1/8 ფინალში მიუნხენელებს ფიორენტინა დაუპირისპირდა. პირველი შეხვედრა "ალიანც არენაზე" გაიმართა, ანგარიში იტალიელებმა გახსნეს, თუმცა გერმანელებმა თამაშში გარდატეხის შეტანა მოახერხეს და მატჩში 2-1 გაიმარჯვეს, თუმცა აღსანიშნავია, რომ მეორე, კლოზეს გოლი აშკარა თამაშგარე მდგომარეობიდან გავიდა. განმეორებითი მატჩი,რომელიც "არტემიო ფრანკიზე" გაიმართა ასევე წარუმატებლად დაიწყო ბაიერნისათვის, გუნდი ორჯერ 2 ბურთის სხვაობით აგებდა (2-0, 3-1), თუმცა მატჩის მეორე ნახევარში რობენის მიერ ბრწყინვალე შორეული დარტყმით მიუნხენელებმა შემდეგ ეტაპზე გასასვლელი საგზური მოიპოვეს, მატჩი 3-2 დასრულდა. 1/4 ფინალური დაპირისპირება უაღრესად დრამატული გამოდგა, მეტოქე ინგლისის ჩემპიონი მანჩესტერ იუნაიტედი იყო. პირველი შეხვედრა მიუნხენელებმა აქაც ცუდად დაიწყეს, უკვე მე-3 წუთზე დაცვის შეცდომა და რუნის გოლი. ამის მიუხედავად გუნდმა აქაც გამოავლინა გერმანული ხასიათი და მატჩი შემოატრიალა, თანაც გუნდის უდაო ლიდერის, არიენ რობენის გარეშე, რომლის ნაცვლადაც მოედანზე ალტინტოპი თამაშობდა, სხვათაშორის შესანიშნავადაც. მატჩი 2-1 დასრულდა, რიბერის მიერ გატანილი ჯარიმისა და ოლიჩის ბოლო წამებზე გატანილი გოლების წყალობით. განმეორებითი მატჩი "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართა, გუნდმა უაღრესად ცუდად დაიწყო. მანჩესტერმა ზედიზედ 3 გოლის გატანა მოახერხა და თითქოს ყველაფერი პირველსავე ტაიმში გადაწყდა, თუმცა ყველამ დაივიწყა, რომ მეტოქე მიუნხენის ბაიერნი იყო, გუნდი რომელსაც მსგავს სიტუაციებში სასწაულის მოხდენა შეუძლია, მოახდინა კიდეც... პირველი ტაიმის ბოლო წუთებზე ივიცა ოლიჩმა იაქტიურა და თითქოს უწყინარი სიტუაციიდან გოლი "გამოაცხო". მეორე ტაიმი კი უკვე მიუნხენელების უპირატესობით წარიმართა, ამას მოჰყვა მანჩესტერელთა მცველის გაძევებაც, მატჩის მეორე ტაიმის შუა ნაწილში რიბერი აწვდის კუთხურს, ყველას საჯარიმოსკენ აქვს ყურადღება გადატანილი, ამ დროს კი ბურთი საჯარიმოს გარეთ მიფრინავ, სადაც მას რობენი ელოდება, და რობენის მოექნეული მარცხენა, რომელიც ბურთს ვან დერ სარის კარის მარჯვენა კუთხეში გზავნის. ერთ-ერთი ულამაზესი გოლი ფეხბურთის ისტორიაში. მატჩი 3-2 სრულდება, რაც ბაიერნს 1/2 ფინალში ასპარეზობის საშუალებას აძლევს. 1/2 ფინალში კი მეტოქე შედარებით სუსტი დახვდა - ლიონი. პირველი შეხვედრა კვლავ "ალიანც არენაზე" გაიმართა, მიუნხენელებმა 1-0 იმარჯვეს, ხოლო განმეორებით შეხვედრაში ოლიჩის ჰეთთრიქის წყალობით გუნდი დამაჯერებლად, 3-0-ს იგებს და ფინალში გადის! 22 მაისი, მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება "სანტიაგო ბერნაბეუს" სტადიონზე გასამართ ფინალზეა გადატანილი. ბაიერნი რიბერის გარეშე თამაშობს, რომელმაც დისკვალიფიკაცია მიიღო არცთუ ისე სამართლიანად. და ხდება ის, რაც ბაიერნის არცერთ ფანს არ სურდა რომ მომხდარიყო, გუნდი მილანის ინტერთან 2-0 მარცხდება, დაცვაში დაშვებული უპატიებელი შეცდომების გამო.
თუმცა ბაიერნი უთასოდ არ დარჩენილა, გუნდი ბუნდესლიგის 09/10 სეზონის გამარჯვებული და გერმანიის თასის მფლობელი გახდა, მას შემდეგ რაც ფინალში ვერდერი 4-0 გაანადგურა. სეზონი წარმატებული გამოდგა!
წარმატებული 2009/10 წლების სეზონის შემდეგ, მომდევნო წელმა "ბაიერნის" გულშემატკივრებს მხოლოდ იმედგაცრუება მოუტანა, არადა თითქოს ყველაფერი კარგად იწყებოდა, გერმანიის სუპერთასისთვის ბრძოლაში "რეკორდმაისტერმა" შალკე დაამარცხა, თუმცა შემდეგ სამივე ფრონტზე ხელი მოეცარა, ჩემპიონთა ლიგაში მიუნხენელები 1/8 ფინალიდან გამოვარდნენ, პოკალზე 1/2 ფინალში დაასრულეს ასპარეზობა, ბუნდესლიგაში კი მე-3 პოზიცია დაიკავეს, ამ ყველაფერმა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ლუი ვან გაალის განთავისუფლება გამოიწვია, მის მაგივრად კი იუპ ჰაინკესი მოვიდა, რომელთან ერთადაც გუნდი 2012 წელს ალიანს-არენაზე გასამართ ფინალს უმიზნებს.